თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 443-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 269.438-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 263.257 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 461), გარდაიცვალა – 3.463 (ბოლო 24 საათში – 6), კარანტინის რეჟიმშია 307, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.600 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 193 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 19.051 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11.825, PCR–ტესტით – 7.226.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,33%, ბოლო 14 დღის – 2,36%, ბოლო 7 დღის – 2,36%.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებს შორის ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც გასართობი დაწესებულებეის გახსნასა და საკომენდანტო საათის გაუქმებას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანის ბანერზე ეწერა „ანტი-კომენდანტი“.
აქციაში ასევე მონაწილეობდნენ მომღერლები, მუსიკოსები, ტურისტული სფერს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის პარტია „გირჩისა“ და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტივისტები.
აქცია თავდაპირველად უშუალოდ საკრებულოს შენობასთან დაიწყო, მოგვიანებით დემონსტრანტებმა ბანერებიანად წრიულ კუნძულზე წმინდა გიორგის ქანდაკების ძირში გადაინაცვლეს. მიტინგის დროს სატრანსპორტო მიმოსვლა შეიზღუდა, თუმცა არ გადაკეტილა. საავტომობილო მოძრაობას ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.
თბილისი, 6 მარტი - Sputnik. თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე რამდენიმე ათეული ადამიანი ღამის საათებში გადაადგილებაზე აკრძალვას აპროტესტებს.
აქცია ორგანიზებულია სოციალურ ქსელებში, მასში რიგითი თბილისელები მონაწილეობენ.
აქციის მონაწილეთა უმრავლესობამ აქციაზე მიიტანა პლაკატები წარწერებით „კომენდანტის საათი=ავტორიტარიზმი“, „თავისუფლება საშვით არ გაიცემა“, „გააუქმეთ კომენდანტის საათი“, „თავისუფლება შერჩევითი არ არის“.
„ჩვენ გვიჩნდება უსამართლობის შეგრძნება, როდესაც ფანჯრებიდან ვხედავთ გამვლელ მანქანებს, ჩვენ კი სახლებში ყოფნა გვიწევს“, - განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები დგანან წმინდა გიორგის მონუმენტის ირგვლივ და მათ უჭირავთ ბანერი წარწერით „თავისუფალი მიმოსვლის უფლება შეუზღუდავია“.
21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა - ერთ-ერთია იმ შეზღუდვებიდან, რომელიც პირბადეების ტარებასთან და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვასთან ერთად საქართველოში გაურკვეველი ვადით იმოქმედებს. ეპიდემიოლოგები ამ შეზღუდვას მოქალაქეთა მობილობის შემცირების სურვილით ხსნიან.