Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მე ვირბენ ეზოშიო...“ – ანუკი არეშიძის დედამთილის რეაქცია მეოთხე შვილიშვილზე

© courtesy of Anouki Areshidzeანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
გამოწერა
ანუკი არეშიძის დედა იხსენებს, რა რეაქცია ჰქონდა ანუკის დედამთილს, როდესაც გაიგო, რომ მისმა რძალმა ისევ ვაჟი გააჩინა.

უკვე წლებია, რაც არაობიექტურად გაშუქებული ინფორმაციების გამო ანუკი არეშიძეც და მისი ოჯახის სხვა წევრებიც ჟურნალისტებთან ურთიერთობას ერიდებიან. ანუკის დედა ნინო ჭუმბურიძე ექიმი-ენდოკრინოლოგია და, გარდა ამისა, უკვე დიდი ხანია, აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში ანუკის დედა ამბობს, რომ მისი სიძე, თბილისის მერი კახა კალაძე მას სახელით მიმართავს, ასევე სახელით მიმართავს ანუკიც დედამთილს. რაც შეეხება კახას მამას, მხოლოდ ანუკის აქვს უფლება კარლოს შინაური სახელი – ბულია დაუძახოს, რადგან ის განსაკუთრებით ანებივრებს რძალს.

დიზაინერის დედის თქმით, ანუკის ძალიან უნდოდა გოგონა ჰყოლოდა. „როდესაც გავიგეთ, რომ მეოთხეც ბიჭი იყო, მედიკოს, კახას დედას უთქვამს, რა გახდა, ერთ კიკინებიან გოგოსაც რომ ერბინა ჩვენს ეზოშიო. ანუკის სიცილით უთქვამს, რა ვქნა, არ „გამომდის“ გოგონები, ავდგები, კიკინებს გავიკეთებ და მე ვირბენ ეზოშიო. მერე მე ვეუბნებოდი, მაშინ არეშიძეებთანაც უნდა მოხვიდე კიკინებით, მეც მინდა გოგო შვილიშვილი–მეთქი“, – ამბობს ქალი.

კალაძე–არეშიძის წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე დაიბადა, კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 13 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 6 წლის ვაჩე.

ყველა ახალი ამბავი
0