თოვლი თბილისში

ვითარება გზებზე: თბილისის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

93
(განახლებულია 15:47 23.02.2021)
უამინდობის გამო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვებია დაწესებული.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზებზე პრობლემები შეიქმნა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების, ლიპყინულის, ქარისა და შეზღუდული ხილვადობის გამო თბილისის შემოსავლელ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ასევე რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარი და დაბალი ხილვადობა) გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ფარავნის უღელტეხილზე (კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კმ).

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

93
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (400)
ეკა ხოფერია

„მინისტრი ჯანზე უნდა იყოს!“- ეკა ხოფერიას თამამი განცხადება - როგორ ვარჯიშობს ჟურნალისტი?

12
(განახლებულია 12:50 26.02.2021)
ამ ამპლუაში ყოფილი ჟურნალისტი პირველად გაგვეცნო. ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. საქმიანობის პარალელურად სოციალურ ქსელში თამამი განცხადება გაავრცელა.  

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად, ჟურნალისტი ეკა ხოფერია დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ 29 დეკემბერს გავრცელდა, ახლა კი, ეკა „ჯანზე“ ყოფნას აპირებს და ამის შესახებ საკუთარ გვერდზე წერს.

პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების გამო, ცნობილი ჟურნალისტი მოდუნდა და საკუთარ სხეულს უპირატესობას სათანადოდ ვერ ანიჭებს. ამის მიზეზი სპორტდარბაზების დახურვა გახდა. ამიტომ ეკა ხოფერია Instagram- ის გვერდზე განცხადებას ავრცელებს. „მზად ვარ სკაფანდრით ვივარჯიშო, ოღონდ ვივარჯიშო... მინისტრი ჯანზე უნდა იყოს!“- აღნიშნავს მინისტრი.

ხოფერიების ოჯახი აფხაზეთიდანაა. ეკა ხოფერია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჟურნალისტია. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა, მათ შორისაა „იბერია", „რუსთავი2", „იმედი". ეკა ხოფერია ჟურნალ „სითის“ დამფუძნებელია და მას 11 წელია უძღვება.

ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა სოციალური ქსელი უფრო მეტად გაააქტიურა. მან ისიც აღნიშნა, რომ მისი ცხოვრების ეტაპზე ამ თანამდებობამ სავიზიტო ბარათიც აჩუქა, რაც პირველად მოხდა. „რაც არ უნდა გასაკვირი იყოს - ეს ჩემ ცხოვრებაში პირველი სავიზიტო ბარათია და მე ამით ამაყი ვარ...“, - შეახსენა მან ფოლოვერებს.

12
თემები:
სელებრითების ცხოვრება
სარემონტო სამუშაოები გაზსადენზე

თბილისის ცენტრალურ გაზსადენზე ავარიაა

13
(განახლებულია 13:23 26.02.2021)
გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღდგენისთვის ამ დროისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. გაზმომარაგება 27 თებერვალს 21:00 საათამდე სრულად აღდგება.

თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიის გამო თემქის დასახლებასა და ავჭალის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. იუწყება კომპანია  „თბილისი ენერჯი“. 

კომპანიიც ცნობით, „თბილისი ენერჯის“ სპეციალური ჯგუფები ადგილზე სრულადაა მობილიზებული.

„გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღდგენისთვის ამ დროისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები დღეს დღის ბოლომდე დასრულდება“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

გაზმომარაგება, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ხვალ, 27 თებერვალს 21:00 საათამდე სრულად აღდგება.

„თბილისი ენერჯი" დედაქალაქს ბუნებრივი გაზით 8500 კილომეტრის საშუალო და დაბალი წნევის მიწისქვეშა და მიწისზედა გაზსადენების საშუალებით ამარაგებს.

13
თემები:
შემთხვევები საქართველოში