ეროვნული გამოცდების ქულებს პლუს სკოლის ნიშნები – აბიტურიენტთა შეფასების წესი იცვლება

© courtesy of NAEC Georgiaაუდიტორია
აუდიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
გამოწერა
ამჟამად საქართველოში ყველა უნივერსიტეტს უკვე აქვს უფლება ეროვნული გამოცდების ფორმატში საკუთარი ზღვარი, სტანდარტი დააწესოს

 

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრო აბიტურიენტების შეფასების ახალ მოდელს განიხილავს, რომლის თანახმად უნივერსიტეტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებულ ქულებთან ერთად უნდა გაითვალისწინონ საშუალო სკოლის შეფასების მაჩვენებელი, განაცხადა განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა  მიხეილ ჩხენკელმა. 

ადამიანის სილუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
ექსპერიმენტი სკოლაში – გუნდური აზროვნება, ანუ კომფორტზე გაცვლილი თავისუფლება

ამ ეტაპზე საქართველოში ყველა უნივერსიტეტს უფლება აქვს ეროვნული გამოცდების ფორმატში საკუთარი სტანდარტი დანერგოს, აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, ამერიკულ სისტემაში უნივერსიტეტები საშუალო სკოლის ნიშანსაც ითვალისწინებენ, რითაც  იქ ამაღლებულია სკოლის ნიშნის მნიშვნელობა.

 „ჩვენ ვიხილავთ ისეთ მიდგომას, როდესაც  ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინება ხდება სხვა კომპონენტებისაცც, როგორიცაა სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან და კლასგარეშე მუშაობა. ამერიკაში ეს მეთოდი დიდი ხანია აპრობირებულია და ძალიან კარგად მუშაობს. ჩვენც შეგვიძლია ანალოგიური მოდელი დავნერგოთ“, – განაცხადა ჩხენკელმა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე.

ჩხენკელის თქმით, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმა აუცილებელია, სწორედ ამიტომ განიხილება ამ მიმართულებით ახალი მიდგომა.

 „ეროვნული გამოცდების ფორმა, რომელიც ახლა გვაქვს, აუცილებლად საჭიროებს რეფორმას არა მხოლოდ სტრუქტურის კუთხით, არამედ შინაარსობრივად. ჩემი აზრით, გამოცდებზე აქცენტი უნდა გაკეთდეს აზროვნებაზე,  შემოქმედებით მიდგომაზე,  ვიდრე ფაქტების დამახსოვრებაზე“, – აღნიშნა ჩხენკელმა.

საქართველოს სკოლებში შეფასების 10–ქულიანი სისტემა მოქმედებს. თუმცა, I-IV კლასების მოსწავლეები ქულებით არ ფასდებიან. ამ კლასებში სემესტრის ბოლოს კლასის ხელმძღვანელმა საკუთარი  და სხვა მასწავლებლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა დაწეროს მოკლე, შემაჯამებელი წერილობითი შეფასება, რომელშიც მოცემული იქნება მოსწავლის დახასიათება, მონაცემები მისი წარმატებების შესახებ, ასევე განსაზღვრული იქნება ის კონკრეტული საგანი, რომელშიც მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენისთვის ბეჯითი მეცადინეობა სჭირდება.

В V-XII კლასებში კი 10–ქულიანი შეფასების სისტემა მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0