თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი ბესიკ ფიფია თბილისში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა.
ბესიკ ფიფია სანქტ–პეტერბურგში მუშაობდა და 2006 წელს თბილისში გადმოსვლის შემდეგ თავისი პროფესიული და შემოქმედებითი საქმიანობა მთლიანად საქართველოს მიუძღვნა. მან დაწერა ათობით რეპორტაჟი, ანალიტიკური მიმოხილვა, ინტერვიუ, გადაიღო უამრავი ფოტო, რომლებიც ქვეყნისა და მისი მცხოვრებლების შესახებ მოგვითხრობს.
2011 წელს РИА Новости-ს მხარდაჭერით ქართულ და რუსულ ენებზე გამოვიდა წიგნი „დიდი ადამიანები საქართველოში: არგონავტებიდან მარადონამდე“. თავის ჩანახატებში ავტორი წერს ლეგენდარულ და სახელგანთქმულ მოგზაურებზე, მმართველებზე, სასულიერო სფეროს წარმომადგენლებზე, სამხედროებზე, მეცნიერებზე, მწერლებზე, მხატვრებზე, მუსიკოსებზე, მსახიობებზე, მეწარმეებსა და სპორტსმენებზე, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ. წიგნის საფუძველზე საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველომ“ საკუთარ ვებ-გვერდზე აამოქმედა ამავე სახელწოდების პროექტი, რომელშიც 50-ზე მეტი მასალაა შესული. ბოლო წლებში ბესიკ ფიფიას აქტიურად მიჰყავდა საავტორო არხი YouTube-ზე და გვერდი ЯндексДзен-ზე, სადაც საუბრობდა საქართველოს ისტორიაზე, ცნობილ ქართველებსა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ადამიანებზე.
ბესიკ ფიფია 1960 წელს ზუგდიდში დაიბადა. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. პოსტსაბჭოთა პერიოდში მუშაობდა მოსკოვში, გაზეთ „პრავდაში“ სპეცკორესპონდენტად, ათი წელი იყო „ნეზავისიმაია გაზეტას“ საკუთარი კორესპონდენტი სანქტ–პეტერბურგში, 2006 წლიდან 2014 წლის ჩათვლით იყო РИА Новости-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თბილისში, 2014–2015 წლებში – საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. არის რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი ნომინაციაში „საუკეთესო ჟურნალისტური ნაწარმოები“ (2009), ჟურნალისტთა საერთაშორისო კონკურსის პრემიის „საუკეთესოები პროფესიაში“ ლაურეატი ნომინაციაში „საუკეთესო ფოტონამუშევარი“ (2010).
ფიფიას დარჩა მეუღლე და სამი შვილი. მისი საყვარელი ციტატაა შოთა რუსთაველის „რასაცა გასცემ, შენია, რაც არა – დაკარგულია“.
იხილეთ ბესიკ ფიფიას რამდენიმე ჩანახატი „Sputnik–საქართველოს“ გვერდზე:
დიეგო მარადონას თავგადასავალი თბილისში, ანუ „გაუმარჯოს საქართველოს“ ქართულად
მეგრული „მატრიოშკა“ იმპერატორისთვის: როგორ უმასპინძლეს ქართველებმა ხელმწიფეს
ტფილისზე შეყვარებული თავადი გაგარინი: ღვაწლი საქართველოსთვის
ლერმონტოვის ქართული გადასახლება ჯადოსნურ ქვეყანაში, ანუ „ბებია რომ არა...“
ნილს ბორის მოგზაურობა საქართველოში: კახელი გლეხები და ატირებული მეცნიერი
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება შესაძლებელი იქნება 1-2 კვირაში, თუ ამის საშუალებას ეპიდვითარება მოგვცემს, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში 1 მარტიდან ბევრი შეზღუდვა მოიხსნება: გაიხსნება მუზეუმები, საბავშვო ბაღები, ფიტნეს-დარბაზები. უქმდება შაბათ-კვირის კარანტინი. ამ კვირაში სრული დატვირთვით ამუშავდა საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.
„ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრი შეზღუდვა მოიხსნა, სერიოზული შემსუბუქება გამოცხადდა, ამიტომ 1-2 კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას. ეს შეზღუდვები რა სტიმულს მისცემს ინფექციის გავრცელებას. ამის შემდეგ გადაწყდება შეზღუდვების შემსუბუქება. ხვალ და ზეგ ეს არ იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება მესამე ტალღას, მისი პროგნოზებით, თუ მარტი და აპრილი აფეთქებების გარეშე ჩაივლის, ის ნაკლებად სავარაუდოა.
„დასაშვებია, რომ ჩვენთანაც „ბრიტანული შტამის“ მეტი გავრცელება იყოს, მას გავრცელების მეტი სისწრაფე ახასიათებს, უფრო ახალგაზრდა ადამიანებს აზიანებს, თუმცა სიმძიმით არ გამოირჩევა. მაგრამ ჩვენ ახლა დაღმავალ ტალღაზე ვართ, ანუ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება. ასე გაგრძელდება, თუ ჩვენ რამე დიდი შეცდომა არ დავუშვით, არ მოვეშვით, პირბადე არ გადავაგდეთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, დღემდე ქვეყანაში 270.510 შემთხვევაა გამოვლენილი.
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. საქართველოში კოვიდგადატანილი ადამიანების კვლევა მომდევნო კვირაში დაიწყება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის სპეციალისტებს კვლევის შემდეგ ზუსტად ეცოდინებათ, კოვიდგადატანილი პაციენტების რა ნაწილს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი.
„გვეცოდინება სად უფრო ხშირია: კაცებში თუ ქალებში, ახალგაზრდებში თუ ასაკოვნებში, ვინც მძიმედ გადაიტანა დაავადება თუ ვინც მსუბუქად. რაც მთავარია, გვეცოდინება რომელი გამოვლინება სჭარბობს პოსტკოვიდურ სინდრომში: სასუნთქი სისტემის, ზოგადი სიმპტომები - დაღლილობა, სისუსტე, კუნთების ტკივილი, ნევროლოგიური სიმპტომები და სხვა“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ცერცვაძის ინფორმაციით, კვლევის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნება პროგრამა, რომელიც უფასოდ მოემსახურება პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტებს.
„საუბარია იმაზე, რომ ეს პაციენტები მივლენ ზოგადი პროფილის კლინიკებში, ინფექციურ კლინიკებში და შეიძლება ოჯახის ექიმთანაც. სპეციალური კვლევის ალგორითმით და კითხვარით დადგინდება, აქვს თუ არა მას პოსტკოვიდური სინდრომი და თუ აქვს, რომელი გამოვლინება აქვს და შემდეგ უკვე ამ კონკრეტული გამოვლინების მიხედვით, ისინი დაკვალიანდებიან და გადამისამართდებიან სპეციალისტებთან“, – განაცხადა ცერცვაძემ.
კვლევისთვის შერჩეულ ადამიანებს მედიკოსები ტელეფონით დაუკავშირდებიან და მოიწვევენ კლინიკებში.
პოსტკოვიდური სინდრომი მსოფლიო მედიკოსთა ახალი გამოწვევაა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ პოსტკოვიდური სინდრომი უმეტესად იმ პაციენტებს ემართებათ, ვინც ვირუსი მძიმე ფორმებში გადაიტანა. ხშირად მათი ხელახალი ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო.
„ეკლესიასტეში წერია: „ნურავინ იტყვის აწმყო წარსულს რად სჯობიაო, რადგან ამ სიტყვას სიბრძნე არ ახლავს“. მე ბევრჯერ მიფიქრია ამ ფრაზაზე. რატომ უნდა ვიფიქრო ამ ასაკის ადამიანმა, რომ ჩემი აწმყო ჯობია იმ წარსულს, როცა მე ოცის, ოცდაათის ან თუნდაც ორმოცი წლის რომ ვიყავი?! იმიტომ, რომ ჩემს ასაკში ოციცაა, ოცდააათიც, ორმოციც ანუ იმ წლებისგან დაგროვილი გამოცდილებაა“- ამბობს ნანა ჩაჩუა.ნანა ჩაჩუა: თუკი წარსულს გამოცდილებად არ იტოვებ, მაშინ ის უბრალო თარიღებია
ნანა ჩაჩუა: „ჩემს ასაკს აქვს ყველა ის გამოცდილება, თუკი გამოცდილებად მაქვს დატოვებული, რაც აქამდე მქონდა, ყველა ის გამოცდილება ჩემს ასაკში თავსდება. თუმცა აქ ერთი რამაა საგულისხმო, რომ ინდივიდის დონეზე წარსული გამოცდილებად რჩება. თუკი არ რჩება გამოცდილება, მაშინ გამოდის, რომ შენ წარსულში არ გიცხოვრია.“