თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. შესაძლოა COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინა Pfizer-ზე ადრე ქვეყანაში შემოვიდეს AstraZeneca, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
მანამდე, როგორც ხელისუფლებაში აცხადებდნენ, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო, თუმცა საქართველოში ვაქცინის შემოტანა გადავადდა.
ამ ეტაპზე საუბარია COVAX–პლატფორმის მეშვეობით Pfizer-ისა და AstraZeneca-ს შემოტანაზე. COVAX–პლატფორმით საქართველომ ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის – 700 ათასი ადამიანისთვის (1,4 მლნ დოზა) შეუკვეთა. ქვეყანამ უკვე გადაიხადა 4 მლნ დოლარი.
გაბუნიას განცხადებით, პრეპარატის ცვლილება ვაქცინაციის გეგმის შეცვლას არ გამოიწვევს და პირველები კვლავ მედმუშაკები აიცრებიან.
„ჩვენ ვაქცინაციის პროცესს დავიწყებთ ჯანდაცვის პროფესიონალების აცრით. ტექნიკურად აბსოლუტურად არ იქნება არანაირი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინები შევინახოთ ან მაღალი ულტრაცივი ჯაჭვის რეჟიმში, ან სტანდარტული ცივი ჯაჭვის რეჟიმში, როგორიც AstraZeneca-ს ვაქცინას სჭირდება - 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურული რეჟიმი“, - განაცხადა გაბუნიამ.
მისივე ინფორმაციით, ვაქცინის პირველი დოზები ქვეყანაში მომდევნო სამი კვირის განმავლობაში შემოვა.
საქართველო პირველ ეტაპზე ვაქცინას მედპერსონალის ვაქცინაციისთვის მიიღებს. ქვეყანაში უკვე შემოტანილია აცრისთვის განკუთვნილი 50 ათასი სპეციალური შპრიცი. ვაქცინაციის დასაწყებად უკვე მზადაა ცხრა სამედიცინო დაწესებულება, რომელთა რაოდენობა ახლო მომავალში 15–მდე გაიზრდება.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 147-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 268.502-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ახალბედა ბებია მუდამ ექსტრავაგანტულად გამოიყურება და მისი საჯარო განცხადებებიც საკმაოდ ხმაურიანია. არისტოკრატული ჩაცმულობით გამორჩეული ტელესახე აქტუალობას არ კარგავს. ნინო ნადირაძე-კუზანოვა მისი თაობის ქალბატონებს შორის სტილით განსაკუთრებით თვალშისაცემია. მას ფერების და აქსესუარების შეხამება უყვარს. აღმოჩნდა, რომ ნადირაძე-კუზანოვას სოციალური ქსელების ე.წ ფილტრები არ მოსწონს და გამოყენების შემთხვევაში საკუტარ თავსაც და სხვებსაც ტრანსგენდერებს ადარებს.
View this post on Instagram
მან უახლესი ვიდეო საკუთარ გვერდზე თამამად გამოაქვეყნა და სოცსივრცეში ხმაური გამოიწვია. „აი ეს უბედურება ფილტრი, რომელიც მე გამოვიყენე და მეზიზღება, ჩვეულებრივი ტრანსის ვიდზე ვარ და მოგწონთ“,- ამბობს ნინო. ბოლო დროს კარდიოლოგი ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს, სადაც უმაკიაჟოდ იყო და წერდა, რომ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე მაკიაჟზეც უარი თქვა და ცნობილ ბრენდებზეც.
ნინო ნადირაძე-კუზანოვა ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ჰყავს ბევრი თაყვანისმცემელი, პაციენტებისთვის საყვარელი ექიმია და არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია, ხოლო მაყურებლისთვის დახვეწილი იუმორის მქონე არაჩვეულებრივი ქალბატონია. მას კარგი გემოვნება აქვს, მუდამ დახვეწილად აცვია და ძალიან უყვარს მოდური „ლუქებით“ სოციალურ ქსელში ახალ-ახალი ფოტოების გამოქვეყნება.
View this post on Instagram
დაუჯერებელია, მაგრამ ექიმი უკვე ბებიაა. მას პირველი შვილიშვილი ბაია კუზანოვმა, უფროსმა ქალიშვილმა აჩუქა. ბიჭუნასთან გატარებულ ბედნიერ წამებს ნინო თაყვანისმცემლებს ხშირად უზიარებს. კუზანოვების ოჯახის ყველაზე ხშირი სტუმარი მასმედია ხდება. კარდიოლოგი დიდი სიხარულით მასპინძლობს სხვადასხვა გადაცემებს და ტელეეკრანებზე ინტენსიურად ჩნდება. ეს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ თურქულმა სამშენებლო კომპანია ENKA-მ რიონის ხეობა დატოვოს. ასევე ისინი მოთხოვენ, რომ გაუქმდეს ხეობაში ჰესის მშენებლობის ნებართვა და უცხოური კომპანიისთვის მიწის 99 წლით იჯარით გადაცემის შესახებ.
სოფლების ნამოხვანისა და ჟონეთის მოსახლეობის და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი რიონზე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. აქტივისტებმა გარკვეული დროით სამშენებლო სამუშაოების შეჩერებასაც მიაღწიეს, თუმცა იანვარში სამუშაოები მაინც განახლდა.
პროტესტის 126 დღეს აქციის მონაწილეები ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. დღეს მათ მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონებიდანაც შეუერთდნენ. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, დღევანდელი მიტინგი აპოლიტიკურია და ასახავს საზოგადოების რეაქციას მომხდართან დაკავშირებით.
„ჩვენ მიწას მშვიდობიანად დავიცავთ. ჩვენ, ქართველები, ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ ეს ყოველთვის არ არის გამართლებული. 21-ე საუკუნეში ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ. აუცილებელია, რომ ხანგრძლივ საპროტესტო აქციაზე განვეწყოთ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არ არსებობს ძალა, რომელიც შეგვაჩერებს“, - განაცხადა გოლეთიანმა.
იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი პროტესტს რიონის ხეობაში მდგარ კარვებში გააგრძელებენ, ქუთაისში კიდევ უდრო მასშტაბურ აქციაზე შეიკრიბებიან და ამით ქალაქის პარალიზებას მოახდენენ.
„ნამახვანი ჰესის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით პოლიტიკურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ განცხადება გაავრცელა.
„ჩვენ ვემხრობით მხოლოდ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს ბუნებასა და ადგილობრივ მოსახლეობას. სამწუხაროდ, ნამახვანის ჰესის კასკადის არსებული პროექტი არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ის არის გამართული და არ წარმოშობს საფრთხეს როგორც ბუნებისთვის, ისე მოსახლეობისთვის, რაც ეფუძნება ნეიტრალური ექსპერტების შეფასებებს“, - აღნიშნულია პოლიტიკური პარტიის განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა.
განცხადებაში ასევე აღნიშულია, რომ განსაკუთრებით საგულისხმოა მეწყრებისა და მიწის ეროზიის ზრდის რისკები. არსებობს მოსაზრებაც, რომ პროექტი არსებული სახით მნიშვნელოვნად შეცვლის მიკროკლიმატს და დააზიანებს უნიკალური „ტვიშის“ ვენახებს, რაც გარდა თავისი უნიკალურობისა, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროა.
„აქედან გამომდინარე, „ლელო“ ხელისუფლებისგან მოითხოვს შეჩერდეს სამშენებლო სამუშაოები მანამ, სანამ ყველა ეს საკითხი არ იქნება განხილული ექსპერტებისა და მოსახლეობის ჩართულობით და არ იქნება მიღწეული კონსენსუსი“, - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ყველა ჰესი უმაღლესი სტანდარტებით უნდა აშენდეს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა მათი თანამესაკუთრე უნდა გახდეს.
მდინარე რიონზე „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი გააერთიანებს ორ ჰესს - „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 730 მილიონ დოლარს შეადგენს.
პროექტს განახორციელებს Clean Energy Georgia Group, რომელმაც შესაბამის ტენდერში გაიმარჯვა. ჰესის ასაშენებლად Clean Energy Georgia Group-მა, რომელიც ნორვეგიული ჯგუფ Clean Energy-ს შვილობილი კომპანიაა, თურქული სამშენებლო ჰოლდინგი ENKA Insaat ve Sanayi A.S მოიწვია.
კომპანია ENKA მიიჩნევს, რომ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს, რამდენადაც ისინი უსაფუძვლოდ აცხადებენ, რომ „ნამახვანის კასკადი“ რიონის ხეობის მოსახლეობას და ბუნებას საფრთხეს უქმნის.
„კომპანიას არსებული ეტაპისთვის ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია, რომელიც გაცემულია შესაბამისი უწყებების მიერ, წარდგენილი კვლევების, საჯარო განხილვებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური შესწავლის საფუძველზე“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროექტი ხორციელდება უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით და სრულ
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის 33-ე ჩემპიონატი თბილისის „დინამოს“ და „სამგურალის“ დაპირისპირებით დაიწყო.
გახსნის მატჩში თბილისის „დინამოელებმა“, რომლებიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები არიან, ეროვნულ ლიგაში ახალბედა წყალტუბოელებს ვერ აჯობეს. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
„სამგურალი“ სერგო კუხიანიძის ზუსტი დარტყმის შემდეგ 30-ე წუთზე დაწინაურდა. „დინამოელებმა“ ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ მეორე ტაიმის შუაში შეძლეს. ლუკა გაგნიძის ჩაწოდებით თაური დარტყმა გიორგი გაბედავამ შეასრულა.
პირველი სათამაშო დღის მეორე მატჩში საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ მინიმალური ანგარიშით მოუგო ქუთაისის „ტორპედოს“ (1:0). შეხვედრის ერთადერთი გოლი გრიგოლ ჩაბრაძემ გაიტანა.
პირველ ტურში ასევე გაიმართება მატჩები: „თელავი“ – „სამტრედია“, „დილა“ (გორი) – „შუქურა“ (ქობულეთი), „ლოკომოტივი“ (თბილისი) – „საბურთალო“ (თბილისი).
2021 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში მონაწილეობს 10 კლუბი, ტურნირი გაიმართება ორ წრეში, მეტოქეები ერთმანეთს შინ და გასვლაზე თითიჯერ დაუპირისპირდებიან.