თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.
გასულ დღე-ღამეში რეგიონის ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ექვს კოვიდ–ცენტრში 121 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 9 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 45 კოვიდ-პაციენტი გადის – ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება 12 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა ერთი. ფოთის კლინიკაში იმყოფება 32 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე სამი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 პაციენტი მკურნალობს, მათგან მძიმეა ორი. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 8 პაციენტია. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 15 პაციენტი.
აქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 147-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 268.502-ს მიაღწია.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ნიკა ლატარია
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. 28 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0,89%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის - 1,96%, ბოლო 7 დღის - 1,55%. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში ჩატარდა 27.885 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18.814, PCR ტესტით - 9.071.
ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 248 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 129 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი - 31, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 17, აჭარა – 16, კახეთი – 16, შიდა ქართლი – 14, ქვემო ქართლი – 8, მცხეთა-მთიანეთი – 7, გურია – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 1.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 2.108 აქტიური შემთხვევაა.
1 472 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 712, აჭარაში – 166, იმერეთში – 264.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265 პირი, მათ შორის, თბილისში – 100, აჭარაში – 30, იმერეთში – 74. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 91 პირი, მათგან თბილისში – 60, აჭარაში- 4, იმერეთში – 11.
171 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 108 – თბილისში, 51 – აჭარაში, იმერეთში – ცხრა.
465 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.510-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 265.114 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 525), გარდაიცვალა – 3.510 (ბოლო 24 საათში – 11).
კარანტინის რეჟიმშია 323, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.472 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 171 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 248-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.510 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 265.114 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 525), გარდაიცვალა – 3.510 (ბოლო 24 საათში – 11), კარანტინის რეჟიმშია 323, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.472 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 171 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 27.885, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18.814, PCR ტესტით - 9.071
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 0,89%, ბოლო 14 დღის - 1,96%, ბოლო 7 დღის - 1,55%.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.