Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გული მაქვს გაგლეჯილი... შენს საფლავთან მოვალ“ - ზურა ხაჩიძის ემოციური განცხადება

© Photo: Zura Khachidze / FBზურა ხაჩიძე
ზურა ხაჩიძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
გამოწერა
სოციალურ ქსელში ზურა ხაჩიძე გარდაცვლილი მეგობრის მომღერალ ზურა დოიჯაშვილის ფოტოებს აქვეყნებს, რომელმაც ყველას გული დასწყვიტა

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. მომღერალი ზურა ხაჩიძე მომღერალ ზურა დოიჯაშვილის თბილისში ჩამოსვენებას ეხმაურება და ემოციურ სიტყვებს უძღვნის.

ხაჩიძე წერს, რომ როდესაც გაუჭირდება, ხშირად მივა მის საფლავთან და ისაუბრებს ყველაფერზე, ამასთანავე, პატიებას სთხოვს იმის გამო, რომ უკანასკნელი თხოვნა ვერ შეუსრულა.

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელის საავადმყოფოში, 14 თებერვალს გარდაიცვალა.

ზურა დოიჯაშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.

მომღერალს თბილისში 25 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

ზურაბ დოიჯაშვილი 1963 წლის 17 აგვისტოს დაიბადა. პროფესიით მშენებელი იყო, თუმცა, მთელი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა.

დოიჯაშვილი არის ავტორი ჰიტებისა: „მელიქიშვილის გამზირი“, „მენატრება თბილისი“, „ამოდი, მზეო“, „მიყვარს ყველაფერი ძველი“, „ფიფქის გოგონა“ და სხვ.

2020 წლის დეკემბერში დიდი საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) წინ ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0