თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. კერძო ბაღების წარმომადგენლები 1 მარტს კერძო ბაღების ფუნქციონირების აღდგენას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუმორჩილებლობით იმუქრებიან.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა დაგეგმილია 1 მარტიდან.
განათლების სფეროს სერიოზული სიახლეები ელოდება: რას გეგმავს ხელისუფლება>>
როგორც საგანმანათლებლო ასოციაცია „მნათის" ხელმძღვანელმა გიგი სისვაძემ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კერძო ბაღების წარმომადგენლების კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ისინი საჯარო ბაღებისგან გამიჯნონ.
„კერძო ბაღების სიტუაცია ძალიან მძიმეა. ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და არ ვექვემდებარებით არც ბაღების სააგენტოს და არც ჩვენი საქმიანობა მიესადაგება საჯარო ბაღების ფუნქციონირებას, მასშტაბურად ისინი გაცილებით დიდები არიან, ვიდრე ჩვენი სექტორი. შესაბამისად, არასწორად მიგვაჩნია, რომ გახსნის შემთხვევაში განგვიხილონ საჯარო ბაღებთან მიმართებაში“, - განაცხადა სისვაძემ.
სისვაძის განცხადებით, მათ შეიმუშავეს ინსტრუქცია, დაადგინეს და უფრო გაამკაცრეს პირობები, ვიდრე კოვიდმართვასთან დაკავშირებით დღეს არსებობს და სურთ აღნიშნული ინსტრუქცია შეათანხმონ ეკონომიკის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან, და არა ბაღების მართვის სააგენტოსთან ან განათლების სამინისტროსთან. მისი განმარტებით, კერძო ბაღები ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარებიან და არა ბაღების სააგენტოს ან განათლების სამინისტროს.
„ურთულეს, უმძიმეს მდგომარეობამდე მივიდნენ კერძო ბაღები. ჩვენ ვცდილობთ, რომ მთავრობასთან ვიყოთ კონსტრუქციულები. თუ 1 მარტიდან არ აღდგება ბაღების ფუნქციონირება, საბოლოოდ დაუმორჩილებლობის ფორმებს მივმართავთ“, - განაცხადა გიგი სისვაძემ.
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში.
1 თებერვლიდან ზოგიერთი შეზღუდვა შემსუბუქდა, თუმცა კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილების აკრძალვა. მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება სპორტდარბაზების, აუზების, გასართობი ცენტრების, კინოთეატრების, თეატრების მუშაობა. ძალაში რჩება შეზღუდვა სათხილამურო კურორტებზეც.
ქვეყანაში კვლავ აკრძალულია ნებისმიერი მასობრივი ღონისძიების გამართვა. შაბათ–კვირას საქართველოს დიდ ქალაქებში არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაობენ კაფეები და რესტორნები, ასევე ღია და დახურული ბაზრობები, მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. 1 მარტამდე მუშაობას არ განაახლებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.
ამას გარდა, ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.
ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციაზე ლოზუნგით Freedom for Fox - „თავისუფლება „მელიას“ მონაწილეებმა ნარინჯისფერი ნიღბები გაიკეთეს შესაბამისი სიმბოლიკით.
თავდაპირველად დემონსტრანტები თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ ავტოკოლონით რუსთავისკენ გაემართნენ, სადაც ადგილობრივ ციხეში იმყოფება ნიკა მელია. მხარდამჭერები მას პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ.
აქციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა. ავტოგადარბენაში 60-ზე მეტი ავტომობილი მონაწილეობდა.
მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი და მისი მეუღლე, ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე რვაწლიანი ქორწინების შემდეგ პირველი შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს.
პატარა 3 500 გრამი დაიბადა, 51 სანტიმეტრი. ახალშობილიც და დედაც თავს კარგად გრძნობენ. ნუცა ქავთარაძემ მშობიარობისშემდგომ ემოციებსა და შვილზე „იმედის დღეში“ ისაუბრა.
View this post on Instagram
„ახლაც ვერ გამოვდივარ ემოციებიდან. ისე ვტიროდი, არაფერი მესმოდა. ეს ბედნიერების ცრემლები იყო. უცებ მივხვდი, რომ ყველაფერი შეიცვალა ერთ წამში, ამ ერთმა წამმა მთლიანად გადაატრიალა ჩემი ცხოვრება. ყველა ამბობს, რომ სანი მგავს მე, თუმცა კიდურები აქვს მამის, რაც მე ძალიან მიხარია. ხვალ გაგვწერენ სახლში. სანი ძალიან კარგად იქცევა. ორმაგს ჭამს. ამაში, ალბათ, მე დამემსგავსა, რადგან ყველამ იცის ჩემი მადა “, - განაცხადა ტელეწამყვანმა.
View this post on Instagram
ნუცა ქავთარაძისა და აჩიკო სოლოღაშვილის წყვილი მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარს. წყვილმა 8 წლის წინ იქორწინა, თუმცა პირველი შვილი ახლა ეყოლათ.ისე ვტიროდი, არაფერი მესმოდა.