ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია

„მდუმარე აქცია“ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან

58
(განახლებულია 13:14 22.02.2021)
აქციის მონაწილეები მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების თარიღის დანიშვნას სთხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

 

თბილისი, 22 თებერვალი  — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან  ახალგაზრდული ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტები „მდუმარე აქციას“  ატარებენ. 

საპროტესტო აქცია პარლამენტში საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის პარალელურად იმართება.

აქტივისტები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ივანიშვილის სახლთან ვითარებას პოლიცია აკონტროლებს.

 „ჩვენ აქ იმისთვის მოვედით, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა, ის მართავს პროცესებს და ღარიბაშვილი მისი პირადი მონაა. ჩვენ პროტესტს მანამდე გავაგრძელებთ, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ“, – განაცხადა ერთ–ერთმა აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი საპროტესტო აქციებს 90 დღის განმავლობაში ატარებენ და ასე გააგრძელებენ, ვიდრე არჩევნების თარიღი არ დასახელდება.

მანამდე საპროტესტო აქცია გაიმართა მშვიდობის ხიდთან. აქტივისტები მოგვიანებით საკანონმდებლო ორგანოსთან გადანაცვლებას გეგმავენ.

58
საკლასო ოთახი

გორის  საჯარო სკოლებში კორონავირუსი დაფიქსირდა

33
(განახლებულია 18:07 01.03.2021)
გორის მე-2 და მე-10 საჯარო სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები პედაგოგებისა და ადმინისტრაციის თანამშრომელბის სავალდებულო ტესტირების შედეგად დაფიქსირდა.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. გორის მე-10 საჯარო სკოლა კორონავირუსის გამო დღეიდან 15 მარტამდე სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, აცნობეს Sputnik-საქართველოს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.

მე-10 საჯარო სკოლაში ახალი კორონავირუსი სკოლის პედადაგოგსა და ადმინისტრაციის წარმომადგენელს გამოუვლინდა.

კიდევ ერთი სასწავლო დაწესებულება, რომელიც სწავლების დისტანციურ ფორმატზე ანალოგიური მიზეზით ხვალიდან უნდა გადავიდეს, გორის მე-2 საჯარო სკოლაა.

აქ კორონავირუსი პედაგოგს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელსა და ერთ მოსწავლეს გამოუვლინდათ,

სკოლამ უკვე მიმართა დისტანციურად სწავლებაზე გადასვლის თაობაზე  გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში საკლასო ოთახებში სწავლა აქაც 15 მარტიდან განახლდება. 

ორივე სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები პედაგოგებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების შედეგად დაფიქსირდა.

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 8 მარტიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება. 

როგორც რესურსცენტრში განმარტეს, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემთხვევაში დადმინისტრაციის თანამშრომლებს არდადეგების პერიოდში დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ.

საქართველოში მოსწავლეების დიდი ნაწილი საკლასო ოთახებს დაუბრუნდა, 12%-მა (35 732) კი სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება გადაწყვიტა. აღნიშნული რიცხვი სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენის შემთხვევაში იცვლება. როდესაც ონლაინ–სწავლებაზე კონკრეტული კლასი ან სკოლა გადადის, იმ მომენტში წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გასულ კვირაში კორონავირუსი მოსწავლეების 0,03%-ს და მასწავლებლების 0,1%-ს გამოუვლინდა.

ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლენის შედეგად დისტანციურ სწავლებაზე 11 სკოლა და 109 კლასი გადავიდა.

პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის პერსონალის სავალდებულო ტესტირება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე აქტიურად ხორციელდება რესურს-ცენტრების მხრიდან სკოლების მონიტორინგი.

მოსწავლეები საკლასო ოთახებს თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში 15 თებერვლიდან დაუბრუნდნენ. რაც შეეხება ბათუმს, ფოთს, ზუგდიდს, გორსა და თელავს, აღნიშნულ ქალაქებში მოსწავლეები სკოლებში 1 თებერვლიდან დადიან.

მშობლების გადაწყვეტილებით, მოსწავლეს სწავლის ონლაინ–რეჟიმში გაგრძელება შეუძლია.  დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევნის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს, ხოლო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს – მთელი ქვეყნის მასშტაბით.

33
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ირაკლი კუტალაძე და ირინა შინკარევა

ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმრის ოჯახური ფოტოები- ნახეთ რა ლამაზი ცოლ-შვილი ჰყავს ბიზნესმენს

56
(განახლებულია 16:14 01.03.2021)
ნინი ბადურაშვილის ყოფილ ქმარს ირაკლი კუტალაძეს მეუღლე და მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს. მეორე ცოლთან ერთად ის გასული წლის ზაფხულში საქართველოშიც იმყოფებოდა მეგობრის ქორწილში

ნინი ბადურაშვილის ყოფილ ქმარს ირაკლი კუტალაძეს მეუღლე და მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს. მეორე ცოლთან ერთად ის გასული წლის ზაფხულში საქართველოშიც იმყოფებოდა მეგობრის ქორწილში.


რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მან ყველასთვის მოულოდნელად მომღერალ ნინი ბადურაშვილზე იქორწინა. შემდეგ იყო სკანდალური განქორწინება და მას შემდეგ ირაკლი კუტალაძე ყურადღების ცენტრშია.

ნინი ბადურაშვილის ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. ის 2012 წლის ოქტომბერში გათხოვდა ირაკლი კუტალაძეზე. ირაკლიმ და ნინიმ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ. თუმცა ხმები მათი დაშორების შესახებ ძალიან მალე გავრცელდა, რაც მალე ბადურაშვილის „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურიში გამოჩენამაც გაამყარა.

ნინი ბადურაშვილი ქმარს 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა. ყველაფერს ფარდა მომღერლის მეუღლემ ირაკლი კუტალაძემ ახადა, როდესაც ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში სკანდალური განცხადებები გააკეთა. „ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები“, – ამბობდა ირაკლი.

მას შემდეგ, რაც ელენე გაიზარდა, როგორც ჩანს, წყვილს შორის ურთიერთობა დასტაბილურდა. ეს მომღერალმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუშიც აღნიშნა და განაცხადა, რომ მშობლების უთანხმოება შვილზე არ უნდა მოქმედებდეს, რომ მათი ურთიერთობა დასტაბილურდა, ირაკლი კარგი მამაა, ხშირად მიჰყავს ელენე მოსკოვში, ასევე დუბაიში, თავის ოჯახთან ერთად, თით­ქმის 3 წელია,­ ახალი ოჯახი ჰყავს – მეუღლე, შვილი და ელენეც ამ ახალ წელს მამასთან შეხვდა.

ახლა ირაკლი კუტალაძეს მეორე მეუღლე და მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს. მეორე ცოლთან ერთად ის გასული წლის ზაფხულში საქართველოშიც იმყოფებოდა მეგობრის ქორწილში.

მეუღლე – ირინა შინკარევა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს გოგონების ერთობლივ ფოტოებს, როგორც ჩანს, ელენეს დედინაცვალთან კარგი ურთიერთობა აქვს.

56
თემები:
სელებრითების ცხოვრება

თბილისში რკინიგზის სადგურზე ავზს ცეცხლი მოეკიდა - ვიდეო

0
(განახლებულია 19:50 01.03.2021)
თბილისი რკინიგზის სადგურზე მაზუთის ავზს ცეცხლის წაეკიდა. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

„საქართველოს რკინიგზას“ ისანი-სამგორის რაიონში მომხდარი ხანძრისგან მინიმალური ზარალი მიადგა. იქ ძველი ავზი აალდა, რომელშიც მაზუთის ნარჩენები იყო. მაგრამ ხანძრისგან წარმოქმნილი კვამლი იმდენად დიდი იყო, რომ ლამის ქალაქის ცენტრიდანაც კი ჩანდა.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სპეცტექნიკა. ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. აალების მიზეზები დგინდება. 

0