თემიდა

რა შემთხვევაში აპატიმრებენ ნაფიც მსაჯულს - იცოდეთ თქვენი უფლებები

45
(განახლებულია 09:24 22.02.2021)
მსოფლიოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია, საქართველოში კი ის 2010 წლის 1 ოქტომბრიდან დამკვიდრდა - დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეებზე.

ნაფიც მსაჯულებს, მსოფლიო მასშტაბით, ვერდიქტი არაერთ გახმაურებულ საქმეზე გამოუტანიათ და ამ ინსტიტუტის მიმართ იმდენად მაღალი ინტერესი არსებობს, რომ მას არა ერთი ფილმი და წიგნიც მიეძღვნა. ალბათ გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ყველა კინომოყვარულმა იცის სიდნი ლუმეტის შედევრი „12 განრისხებული მამაკაცი“, სადაც მამის მკვლელობაში ბრალდებული 18 წლის ბიჭის ბედს 12 ნაფიცი მსაჯული წყვეტს. ნა­ფიცი მსა­ჯუ­ლების განაჩენით შე­იძ­ლე­ბა, უდანაშაულო ბიჭი ელექტროს­კამ­ზე აღ­მოჩ­ნდეს, ან მკვლე­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში პი­როვ­ნე­ბა გა­მარ­თლდეს.

„12 განრისხებული მამაკაცი“ ნათელი მაგალითია იმი­სა, თუ რამხელა დატვირთვა და პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ მსაჯულს, მიუხედავად მისი პროფესიისა, პირადი ცხოვრებისა, ფსიქოლოგიური მდგომარეობისა თუ  სოციალური ფენისა...

აღსანიშნავია, რომ ერთ  მშვენიერ დღეს ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი გახ­დეს, თუ, რა თქმა უნდა, კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მო­თხოვ­ნებს ვაკმაყოფილებთ. დღევანდელ სტატიაში ვეცდებით მოგაწოდოთ ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ ვის ირჩევენ ნაფიც მსაჯულებად, კანონის რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი, რა უფლებები და ვალებულებები ენიჭებათ, უხდიან თუ არა ხელფასს მათ და ა.შ.

რა შემთხვევაში განიხილება საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით:

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია შემდეგი ბრალდებები:

- განზრახ მკვლელობა

- განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში

- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება

- ძალადობა

- ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა

- თავისუფლების უკანონო აღკვეთა

- ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი

- არასრულწლოვნით ვაჭრობა - ტრეფიკინგი

- ადამიანით ვაჭრობის - ტრეფიკინგის მხვერპლის/დაზარალებულის მომსახურებით სარგებლობა

- მძევლად ხელში ჩაგდება, წამება, წამების მუქარა

- დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა

- უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში

- განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება, უკანონო მოთავსება ან დაკავება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

- ფალსიფიკაცია

- ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება,შემოტანა ან რეალიზაცია

- აფეთქება

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის განხილვა არჩევადია და სურვილს ბრალდებული/დაცვის მხარე აფიქსირებს მოსამართლის წინაშე.

როგორ და ვინ ადგენს ნაფიც მსაჯულთა სიას

თითოეული სისხლის სამართლის საქმისათვის ამ საქმის განმხილველი მოსამართლე საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული, 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას არა უმეტეს 300 პირის შემადგენლობით.

მათგან საქმის განხილვისათვის შეირჩევა 12 ძირითადი და ორი სათადარიგო მსაჯული. და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მის მი­ხედ­ვით გასათვალისწინებელია, რომ   ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში არ უნდა იყოს ექვსზე ნაკლები მსაჯული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, რვაზე ნაკლები მძიმე დანაშაულთა კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ათზე ნაკლები განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე.

ვინ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული

პირველ რიგში ვიტყვით, რომ ნაფიცი მსაჯულები საზოგადოების რიგითი წევრები არიან. თქვენ თუ ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, შესაძლებელია, ერთ დღეს ნაფიც მსაჯულადაც გამოგიძახონ.

ნაფიცი მსაჯული შეიძლება იყოს პირი, თუ:

- ის დაფიქირებულია საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში და არის 18 წელს გადაცილებული

- იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა

- ცხოვრობს აღმოსავლეთ ან დასავლეთ საქართველოში − იმის შესაბამისად, თუ საქართველოს რომელ ნაწილში მდებარე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში იმართება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი

- შეზღუდული არა აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც ხელს არ შეუშლის მის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას.

გარდა ამისა, კანონის მიხედვით, პირი ვერ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ნა­ფიც მსა­ჯუ­ლად სის­ხლის სა­მარ­თლის პრო­ცეს­ში, თუ ის არის: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პროკურორი, გამომძიებელი,  პოლიციელი, ადვოკატი, მოქმედი სამხედრო მოსამსახურე,  სასულიერო პირი, აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე,  ბრალდებული, პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედო, და ამ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წელზე ნაკლებია გასული, ნასამართლევი. 

 აქვს თუ არა  პირს უფლება, ნაფიც მსაჯულობაზე უარი თქვას

დიახ, პირს აქვს უფლება, გა­ნა­ცხა­დოს თვი­თა­ცი­ლე­ბის შე­სა­ხებ და მი­უ­თი­თოს იმ გა­რე­მო­ე­ბა­ზე, რაც ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ხელს შე­უშ­ლის.

კერძოდ, პირს უფ­ლე­ბა აქვს, უარი გა­ნა­ცხა­დოს ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლის ფუნ­ქცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე თუ იგი:

- 70 წელს გადაცილებულია

- უკა­ნას­კნე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უკვე იყო ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი

- ხან­გრძლი­ვი ვა­დით იმ­ყო­ფე­ბა ან მი­ემ­გზავ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ

- ას­რუ­ლებს ისეთ სა­მუ­შა­ოს, რო­მელ­შიც მისი შეც­ვლა გა­მო­იწ­ვევს მნიშ­ვნე­ლო­ვან ზი­ანს.

- ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო

რა უფლებები  და ვალდებულებები აქვთ ნაფიც მსაჯულებს

ნაფიცი მსაჯულები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უმნიშვნელოვანესი რგოლია და მათ მთელი რიგი უფლებები გააჩნიათ, კერძოდ: 

ნაფიც მსაჯულს უფლება აქვს თავის წერილობით მიმართვაზე მიიღოს:  1.  სასამართლოსგან განმარტება გამოსაყენებელი კანონის თაობაზე;
2. წინასწარი ინფორმაცია საქმის გარემოებებისა და გამოსაკვლევი მტკიცებულებების შესახებ;  3.  სასამართლო სხდომის დროს მიიღოს დამატებითი განმარტებებები  სხდომის თავმჯდომარისაგან, მოწმეებისგან, მხარეეებისგან და ა.შ.  

რა ეკრძალებათ ნაფიც და სათადარიგო მსაჯულებს

გარდა უფლებებისა, კანონის მიხედვით, ნაფიც მსაჯულებს მთელი რიგი ვალდებულებებიც გააჩნიათ. კერძოდ, მათ ეკრძალებათ:

1. სხდომის მიმდინარეობისას სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვება; 
2. ვერდიქტის გამოტანამდე საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება ან საკუთარი აზრის გამოთქმა განსახილველ საქმესთან დაკავშირებით; 
3. განსახილველი საქმის გარემოებებთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარის გარდა სხვა პირებთან ურთიერთობა;  
4 განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება სასამართლო სხდომის ფარგლებს გარეთ; 
5. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა; 
6. სასამართლოს შენობაში წესრიგის დარღვევა და სხდომის თავმჯდომარის შესაბამისი მითითებების შეუსრულებლობა.

ამას­თან, თუ სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვას მსა­ჯუ­ლი სა­პა­ტიო მი­ზე­ზის გა­რე­შე გა­აც­დენს ან მას­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას არა­ჯე­როვ­ნად შე­ას­რუ­ლებს, 1 000-დან 1500 ლარამდე თან­ხით და­ჯა­რიმ­დე­ბა.

აღსანიშნავია, რომ თუ მსაჯულმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოება დაარღია, მას  ჯარიმა ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თუ ნაფიცმა მსაჯულმა (კანდიდატმა) სასამართლოს არ წარუდგინა ინფორმაცია მისი ნაფიც მსაჯულობასთან შეუთავსებლობის შესახებ, ან შეგნებულად მცდარი ინფორმაციის წარადგინა,  მას  ჯარიმა ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იღე­ბენ თუ არა ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი ანა­ზღა­უ­რე­ბას

 ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი ხელ­ფა­სის სა­ხით ანა­ზღა­უ­რე­ბას არ იღებს, თუმ­ცა მას უნარჩუნდება  ნა­ფიც მსაჯულად  არ­ჩე­ვამ­დე და­კა­ვე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რი და შე­სა­ბა­მისი შე­მო­სა­ვა­ლი. გარ­და ამი­სა,  მას  სა­ხელ­მწი­ფო უნა­ზღა­უ­რებს ყვე­ლა იმ ხარჯს რაც პირდაპირ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­კუ­თა­რი მო­ვა­ლე­ო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯებს.

რა ვა­დით ირ­ჩე­ვენ ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს

ეს ვადა წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი არ არის. ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შესრულება შე­საძ­ლე­ბე­ლია გაგ­რძელ­დეს იმ დრო­ით, რაც სა­ჭი­როა საქმის განხილვისთვის.

 რო­გორ იღე­ბენ ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი ვერდიქტს

ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ბო­ლოო სი­ტყვის მოს­მე­ნის შემ­დეგ, ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი გა­დი­ან  სათათბირო ოთახ­ში და გა­ნი­ხი­ლა­ვენ ფაქ­ტებს. საქ­მის გან­ხილ­ვის შემ­დეგ უფ­რო­სი მსა­ჯუ­ლი თი­თო­ე­ულ სა­კითხს ღია კენ­ჭისყრა­ზე აყე­ნებს. თავ­და­პირ­ვე­ლად, ყვე­ლა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ზე გა­მა­მარ­თლე­ბელ ვერ­დიქტს ეყ­რე­ბა კენ­ჭი. თუ მსა­ჯუ­ლებ­მა გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი არ გა­მო­ი­ტა­ნეს, მა­შინ იწყე­ბა გა­მამ­ტყუ­ნებ­ლის მისაღებად კენ­ჭისყრა.

კენ­ჭისყ­რის პრო­ცეს­ში თი­თო­ე­უ­ლი ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი სა­კი­თხი­სად­მი თა­ვის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გა­მო­ა­ტავს, მხარს უჭერს ან უარ­ყოფს მას.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ნა­ფიც მსა­ჯულს უფ­ლე­ბა არ აქვს, ხმის მი­ცე­მის­გან თავი შეიკავოს.

 შე­უძ­ლია თუ არა მო­სა­მარ­თლეს, ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ვერ­დიქ­ტი გა­ა­უქ­მოს

 დიახ, თუმ­ცა მას მხო­ლოდ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტის გა­უქ­მე­ბა შე­უძ­ლია. ამ შემთხვევაში მო­სა­მარ­თლემ ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის შერ­ჩე­ვის თარიღი უნდა და­ნიშ­ნოს.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

45
საპატრულო პოლიცია

„ეს მიუღებელია“ - მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმო

25
(განახლებულია 22:25 25.02.2021)
დეპუტატები შესაბამის სამსახურებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტი

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ნებისმიერი სახის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, დაწერა სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას.

ტელეკომპანია „ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას, მის მეუღლესა და მისი მეუღლის ნათესავს წუხელ თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. თავდამსხმელების მოგერიებაში ჟურნალისტს დაეხმარნენ ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მან მანქანის მოყინული გზიდან გამოსაყვანად გამოიძახა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმის ფაქტზე სამი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. სანაია დარწმუნებულია, რომ თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

„მახსენდება ანალოგიური ფაქტი, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩემს კოლეგაზე, ანრი ოხანაშვილსა და მის ოჯახზე მოხდა თავდასხმა... როგორც მაშინ დავგმეთ, ახლაც ვაცხადებ, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია! მინდა ვახოს და მისი ოჯახის მიმართ თანადგომა გამოვხატო და მივმართო შესაბამის სამსახურებს, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ეს ფაქტი, რომ დამნაშავეები დაისაჯონ!“ - დაწერა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მსგავს ინციდენტებზე მკაცრი რეაგირება ექნება.

„ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა, განსაკუთრებით თუ ეს დაკავშირებულია პირის პროფესიულ საქმიანობასთან!.. ძალადობა დანაშაულია და ყველამ უნდა აგოს პასუხი!“ - წერს დეპუტატი.

სანაიაზე თავდასხმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემაც დაგმეს.

ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ სანაიაზე თავდასხმა მოხდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის და ოპოზიციური მედიის მიმართ სიძულვილის ენის წახალისების შედეგად.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ სასტიკად ეწინააღმდეგება  მსგავს ფაქტებს. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, აღნიშნულთან დაკავშირებით მოახდინეთ მკაცრი რეაგირება, რათა ხელისუფლების უყურადღებობისა და წახალისებების შედეგად ქვეყანაში არ გახშირდეს სხვა მსგავსი დანაშაულებრივი ან ძალადობრივი აქტები!“ - დაწერა გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში.

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია, სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, ჟურნალისტს მხარდაჭერას უცხადებს და მიიჩნევს, რომ დამნაშავეებმა „ბოდიში უნდა მოხადონ“.

„ვახო სანაიას და მისი ოჯახის წევრების გადასაწყვეტი უნდა იყოს მოძალადეები ციხეში იჯდებიან თუ არა. სანამ ვახოსთან და მის ოჯახთან ისე არ მოიხდიან ბოდიშს, რომ მათ მიტევების სურვილი გაუჩნდეთ, ციხეში უნდა ეყარონ. ვახოს და მის ოჯახს უნდა ჰქონდეთ უფლება ამ საქმისთვის, მათთვის სანდო პროკურორი შეარჩიონ და არც ერთ პროკურორს არ უნდა ჰქონდეს დაზარალებულების გარეშე, მოძალადესთან რამეზე გარიგების უფლება, მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიტევება უნდა იყოს გათავისუფლების საფუძველი“, - დაწერა ხვიჩიამ სოციალურ ქსელში.

შსს-მ სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „ორი და მეტი პირის მიმართ ჯგუფურ ძალადობას“ გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელია - 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

25
ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი სანაიას ცემის ფაქტზე: გარწმუნებთ, პასუხი იქნება ადეკვატური

82
(განახლებულია 21:53 25.02.2021)
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი პირია დაკავებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ დამნაშავეები პასუხს მთელი სიმკაცრით აგებენ.

ტელეკომპანია „ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მისი მეუღლის ნათესავს წუხელ წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. სამართალდამცველებმა თავდასხმის ფაქტზე სამი პირი ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს.

„ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს“, – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.

გამოძიების მიხედვით, ჟურნალისტზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სამმა პირმა ფიზიკურად იძალადა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

82