დაპირისპირება პარლამენტთან: პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტები დააკავა

© Sputnik / Alex Shlamovაქცია
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
გამოწერა
ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივისტები რამდენიმე თვეა თბილისის ცენტრში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

© Sputnik / Alex Shlamovდაპირისპირება პარლამენტთან
დაპირისპირება პარლამენტთან: პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტები დააკავა - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
დაპირისპირება პარლამენტთან

აქტივისტებმა, რომლებიც რამდენიმე თვეა რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ და საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელთან კარვებში ათენებენ ღამეს, დღეს კარვის გაშლა უკვე პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე დააპირეს, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება რამდენიმე აქტივისტის დაკავებით დასრულდა.

© Sputnik / Alex Shlamovდაპირისპირება პარლამენტთან
დაპირისპირება პარლამენტთან: პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტები დააკავა - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
დაპირისპირება პარლამენტთან

ამ დროისათვის სიტუაცია დაწყნარებულია. სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან რჩებიან.

ყველა ახალი ამბავი
0