განათლების სამინისტრო თბილისის სკოლების მონიტორინგს აგრძელებს

© Sputnik / STRINGER სკოლა
სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
გამოწერა
ინფექციონისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მაქსიმალურად გამოიყოს როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსი სკოლებში პრევენციული ღონისძიებების ეფექტურად განსახორციელებლად.

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. განათლების სამინისტრო სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობის პროცესის მონიტორინგს აქტიურად ახორციელებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
ენდელაძე: ამ ეტაპზე ყველაზე საყურადღებოა სკოლები და ტრანსპორტი

15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. ამასთან, მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევანის უფლებაც აქვთ. სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლებული წესების დაცვით აღდგა – აუცილებელია პირბადის ტარება (V-XII კლასების მოსწავლეებისთვის), ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა, თერმოსკრინინგი.

ამჯერად მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, დიდუბის რაიონში მდებარე მე-10, 22-ე, 116-ე და 166-ე სკოლები შეამოწმა.

„მას შემდეგ, რაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში აღდგა, ჩვენ რეგულარულად ვახორციელებთ სკოლების მონიტორინგს. სკოლებში მაქსიმალურადაა დაცული სანიტარიულ–ჰიგიენური ნორმები. ყველა სკოლა ცდილობს დაიცვას ყველა დაწესებული ნორმა, რათა სკოლებში უსაფრთხო გარემო იყოს“, – განაცხდა დგებუაძემ.

სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა.  

სახელმწიფო ეროვნული მუზეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2020
ჩხენკელი: 2020 წელს კულტურის მოღვაწეებმა სამუშაო ადგილები შეინარჩუნეს

განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უკვე მიეწოდა. სკოლები, თავის მხრივ, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას უზრუნველყოფენ.

უწყების ცნობით, სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მიზნით ტარდება სკოლების მონიტორინგი. 800-მდე სკოლაში მოწესრიგდა სველი წერტილები. გარდა ამისა, საქართველოს მასშტაბით უკვე მიმდინარეობს სკოლებში მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ – ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე.

სამინისტროს ინიციატივით სკოლებს მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება დაევალათ, რომლის ფარგლებშიც მათ ექნებათ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა COVID-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით.

საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს ეძლევა საშუალება – გააკეთონ არჩევანი დისტანციურ და დასწრებით სწავლებას შორის. აღნიშნული სერვისის მისაღებად მშობელი ვალდებულია მოსწავლე დაარეგისტრიროს ვებ-გვერდზე online.emis.ge.

ყველა ახალი ამბავი
0