ამერიკელმა ვარსკვლავმა, 40 წლის კიმ კარდაშიანმა ქართული ბრენდის MACH & MACH ფეხსაცმელი მოირგო. კარდაშიანმა „ინსტაგრამის“ „სთორიში” 205 მილიონ ხელმომწერს ამ ფეხსაცმელში გადაღებული ფოტო გაუზიარა და ქართული ბრენდიც მონიშნა.
ცნობისათვის, MACH & MACH ექსპორტზე გადის როგორც ევროპაში, ასევე აზიაში. ბრენდი ქალის სამოსის ხაზს, ფეხსაცმელებს, სათვალეს და ჩანთებს აწარმოებს.
View this post on Instagram
როგორც ცნობილია, აღნიშნულმა ბრენდმა ვარსკვლავების დიდი მოწონება დაიმსახურა – ბრენდის ტანისამოსი კეტი პერიმ და კაილი ჯენერიმ მოირგეს.