პალატა

სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

40
(განახლებულია 17:00 19.02.2021)
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 53-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი 114 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

გასულ დღე-ღამეში რეგიონის ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ექვს კოვიდ–ცენტრში 143 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 9 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 51 კოვიდ-პაციენტი გადის – ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება 20 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა სამი. ფოთის კლინიკაში იმყოფება 32 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ორი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 15 პაციენტი მკურნალობს. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 8 პაციენტია. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 17 პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 388-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 267.701-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ნიკა ლატარია

40
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (280)
სასწრაფო დახმარების ბრიგადები

COVID-19 საქართველოში 28 თებერვლის მონაცემები

30
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 265.114 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 525), გარდაიცვალა – 3.510  (ბოლო 24 საათში – 11), კარანტინის რეჟიმშია 323, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.472 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 171 ადამიანი იმყოფება. 

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 248-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.510 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 265.114 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 525), გარდაიცვალა – 3.510  (ბოლო 24 საათში – 11), კარანტინის რეჟიმშია 323, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.472 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 171 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 27.885, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18.814, PCR ტესტით - 9.071

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 0,89%, ბოლო 14 დღის - 1,96%, ბოლო 7 დღის - 1,55%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

30
აბრა მაღაზიაში კორონავირუსის შესახებ

როდის მოიხსნება დარჩენილი შეზღუდვები: ამირან გამყრელიძის პროგნოზი

60
(განახლებულია 08:45 28.02.2021)
ეპიდემიოლოგის თქმით, ჯერჯერობით ქვეყანაში სტაბილური ეპიდსიტუაციაა და კორონავირუსის მესამე ტალღა მოსალოდნელი არ არის

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება შესაძლებელი იქნება 1-2 კვირაში, თუ ამის საშუალებას ეპიდვითარება მოგვცემს, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში 1 მარტიდან ბევრი შეზღუდვა მოიხსნება: გაიხსნება მუზეუმები, საბავშვო ბაღები, ფიტნეს-დარბაზები. უქმდება შაბათ-კვირის კარანტინი. ამ კვირაში სრული დატვირთვით ამუშავდა საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

„ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრი შეზღუდვა მოიხსნა, სერიოზული შემსუბუქება გამოცხადდა, ამიტომ 1-2 კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას. ეს შეზღუდვები რა სტიმულს მისცემს ინფექციის გავრცელებას. ამის შემდეგ გადაწყდება შეზღუდვების შემსუბუქება. ხვალ და ზეგ ეს არ იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება მესამე ტალღას, მისი პროგნოზებით, თუ მარტი და აპრილი აფეთქებების გარეშე ჩაივლის, ის ნაკლებად სავარაუდოა.

„დასაშვებია, რომ ჩვენთანაც „ბრიტანული შტამის“ მეტი გავრცელება იყოს, მას გავრცელების მეტი სისწრაფე ახასიათებს, უფრო ახალგაზრდა ადამიანებს აზიანებს, თუმცა სიმძიმით არ გამოირჩევა. მაგრამ ჩვენ ახლა დაღმავალ ტალღაზე ვართ, ანუ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება. ასე გაგრძელდება, თუ ჩვენ რამე დიდი შეცდომა არ დავუშვით, არ მოვეშვით, პირბადე არ გადავაგდეთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, დღემდე ქვეყანაში 270.510 შემთხვევაა გამოვლენილი.

60