ნანუკა გუდავაძე, ბიძინა ივანიშვილი და ბერა ივანიშვილი

ასე მიულოცა ნანუკა გუდავაძემ მამამთილს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე ფოტო

8885
(განახლებულია 16:10 19.02.2021)
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც 65 წლის გახდა, უმცროსმა ვაჟმა სამახსოვრო საჩუქარი გადასცა, რძალმა კი იუბილე საჯაროდ მიულოცა.

ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 18 თებერვალს 65 წლის გახდა. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის და ინტერვიუების მიცემასაც აღარ აპირებს, უცნობია, სად და როგორ აღნიშნა იუბილე ყოფილმა პრემიერმა.

სოციალურ ქსელში მისი უმცროსი ვაჟის ცოტნე ივანიშვილის მიერ შესრულებული მამის პორტრეტი გავრცელდა. ცოტნემ მამას დაბადების დღეზე ეს ნახატი უსახსოვრა. სწორედ ცოტნეს და ნახატის ფოტო დადო „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ცნობილი ოჯახის რძალმა, მოდის ბლოგერმა ნანუკა გუდავაძემ და დააწერა: „დაბადების დღეს გილოცავ მამამთილო“.

ბერა და მოდის ბლოგერი ნანუკა გუდავაძე 2018 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. წყვილს ერთი წლის ბერუკა ივანიშვილი ჰყავს. ახალბედა დედა იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში, თუმცა ახლა აქტიურობას მოუმატა და ქმართან ერთად Tiktok-ზე მისაბაძ კონტენტს ქმნის. ნათლობის შემდეგ წყვილი ბერუკას ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებს.

8885
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2777)
კორონავირუსის ტესტი

ცერცვაძე: ზუსტად ერთი წელი საქართველოში კორონავირუსის გამოჩენიდან - რა გააკეთა ქვეყანამ?

24
(განახლებულია 13:14 26.02.2021)
ზუსტად ერთი წლის წინ, 26 თებერვალს, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროის განმავლობაში ქვეყანამ იმაზე ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე შეეძლო, მისი რესურსების გათვალისწინებით, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ექიმის სიტყვებით, ამ მასშტაბის პანდემია XXI საუკუნეში არ ყოფილა, მან მთელ მსოფლიოში 2,5 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 12 მილიონზე მეტი კი დაინფიცირდა.

„შარშან, 26 თებერვალს დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში... როცა პანდემია იწყებოდა, ყველას ჰქონდა განცდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექცია, დაახლოებით ისეთი, როგორიც არის გრიპი. შემდეგში, ძალიან მალე გახდა ცნობილი მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვის და რაც დრო გადის მით უფრო იკვეთება ამ დაავადების ის თავისებურება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექციონია. თუნდაც იმიტომ, რომ ის აზიანებს არა მარტო ფილტვებს, არა მარტო სასუნთქ სისტემას, არამედ აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს და ორგანოთა სისტემას ადამიანის ორგანიზმში“, - განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ითვლება, რომ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში და იმ ადამიანებში, ვისაც არ აქვს მძიმე თანმხლები დაავადებები, მაგრამ ეს არის მხოლოდ ტენდენცია. დიახ, უფრო ხშირად ასეა, მაგრამ არა ყოველთვის. საკმაოდ ხშირია სასიკვდილო შემთხვევები ახალგაზრდებში, მათ შორის ძალიან ახალგაზრდებშიც და იმ პაციენტებშიც, ვისაც არანაირი თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა.

„ვისწავლეთ ის, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტი არ წარმოადგენს რისკის ჯგუფს, რამეთუ ის შეიძლება ძალიან სწრაფადაც დამძიმდეს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მსუბუქი დაწყების შემთხვევაშიც კი, ავადმყოფი შეიძლება, სწრაფად დამძიმდეს“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი თქმით, საქართველოში პანდემიის დაწყებისთანავე შეიმუშავეს და დანერგეს მულტიდისციპლინური მიდგომა.

საქართველოში კორონავირუსს ერთი წელი შეუსრულდა - რა ხდებოდა გავრცელების პირველი დღიდან>>

„ყველა ჩვენ კოვიდკლინიკებში ავადმყოფს ნახულობს და მკურნალობს არა ერთი, არამედ სხვადასხვა პროფილის ექიმებისგან შემდგარი გუნდი. ეს ძალიან სერიოზული მომენტი იყო, რათა გაგვეუმჯობესებინა გამოსავლები და შეგვემცირებინა სიკვდილობის და გაგვეზარდა გადარჩენის მაჩვენებელი“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ნოუჰაუ და ხარვეზები

მოკლე დროში ქვეყანაში კოვიდპაციენტებისთვის შვიდი ათასი საწოლი მომზადდა. ცერცვაძის მტკიცებით, მილიონ მოსახლეზე ამდენი საწოლი არც ერთ ქვეყანას არ ჰქონდა.

„საქართველოს ნოუჰაუ იყო კოვიდსასტუმროები. ეს დღემდე მხოლოდ საქართველოშია დანერგილი და ინგლისმა დაიწყო ახლა დანერგვა საქართველოს მაგალითით“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის სიტყვებით, საქართველოს ევროპაში აქვს ევროპის 45 ქვეყანაზე უფრო დაბალი სიკვდილობის პროცენტი. ეს, ცერცვაძის აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა და კლინიკური ჯგუფი წარმატებით მუშაობს.

„თუ ჩვენ არ ჩავთვლით სამკვირიან პერიოდს, რომელიც იყო პიკის პერიოდი, ნოემბერი-დეკემბერი, როცა იყო ძალიან დიდი გადატვირთვა და გადაძაბვა კლინიკური სექტორის, დღეში ხუთი ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. მაშინ იყო დაგვიანებები სასწრაფოსი, ოჯახის ექიმების, ჰოსპიტალიზაციის პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები მაშინაც კი იყო გაცილებით ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

„ხარვეზების გარეშე შეუძლებელია, რომ ასეთი დიდი ომი მოიგო“, - თქვა ცერცვაძემ.

კატეგორიული მოთხოვნა - ნიღბებით სიარული

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ დღევანდელი ვითარების შესანარჩუნებლად და შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად.

„მთავრობა ცდილობს, ოქროს ბალანსი იპოვოს. გაიაროს დანის პირზე, რომ შეზღუდვები მოხსნას იმდენად, რომ არ მივიღოთ მესამე ტალღა, არ გავიმეოროთ ის შეცდომა, რაც მოხდა ზაფხულში და თან იმდენად მოხსნას, რომ ადამიანებს ცხოვრების საშუალება მიეცეს...", – აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი თქმით, არ შეიძლება, ერთი მხრივ, გინდოდეს და მთავრობას სთხოვდე შეზღუდვების მოხსნას და მეორე მხრივ, არ გინდოდეს პირბადის კეთება.

„გააცნობიერეთ, რომ ეს ორი რამე შეუთავსებელია. თუ გინდათ შეინარჩუნოთ მოხსნილი შეზღუდვები და ნორმალური ცხოვრება, უნდა ატაროთ პირბადე უფრო მეტად, ვიდრე ატარებდით. 90 პროცენტზე უნდა ავიდეთ. თუ თქვენ არ ატარებთ პირბადეს, ძალიან მალე ქვეყანა იძულებული გახდება ხელახლა შემოიღოს შეზღუდვები. კატეგორიულად გთხოვთ გამოიყენოთ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში და მაშინ შემთხვევების მატება არ იქნება, შესაბამისად, შევინარჩუნებთ გახსნილ ეკონომიკას და ცხოვრების უკეთეს პირობებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ბოლო მონაცემებით 270.137-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 264.047 ადამიანი, ხოლო 3.485 გარდაიცვალა.

24
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ადამიანები პირბადეებით ქუჩაში

პირველად საქართველოში დასაქმების ონლაინ ფესტივალი  ტარდება

17
(განახლებულია 12:55 26.02.2021)
ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. ღონისძიების მიზანია დასაქმების ხელშეწყობა და სამსახურის მაძიებლების დამსაქმებლებთან დაკავშირება

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. პირველად საქართველოში 1-დან 5 მარტის ჩათვლით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობითა და HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით, დასაქმების ონლაინ ფესტივალი – „გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, ღონისძიების მიზანია დასაქმების ხელშეწყობა და სამსახურის მაძიებლების დამსაქმებლებთან დაკავშირება.

დასაქმების ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე კომპანია და 200-მდე ვაკანსია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომელთა ნახვაც კანდიდატებს შეუძლიათ სპეციალურ ბმულზე: shorturl.at/jkvL6.

დასაქმების მსურველები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ კი მათთვის ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან, რომლებიც კანდიდატების დასაქმების გადაწყვეტილებას კონკრეტული ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად მიიღებენ.

მოსახლეობის დასაქმების პოლიტიკა საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია>>

სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ, თუ რა ვაკანსიები და შეთავაზებები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. დასასრულ კი, სამუშაოს მაძიებლებს კითხვების დასმის საშუალება ექნებათ.

შეხვედრები გაიმართება ონლაინ Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე:https://forms.gle/ThsrUGNZLLAA1nXx8.

დარეგისტრირების შემდეგ, კომპანიის ონლაინ სესიის წინ, მონაწილეები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებენ Zoom–ის ლინკს, რომლის მეშვეობითაც პირდაპირ მოხვდებიან მათ მიერ წინასწარ შერჩეული დამსაქმებლების სესიებზე.

2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ქვეყანაში უმუშევრობის შესამცირებლად ცალკე უწყება ამოქმედდა - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. ის ასრულებს შუამავლის როლს სამსახურის მაძიებლებსა და ბიზნესს შორის. ის აღრიცხავს სამსახურის მაძიებლებს, სწავლობს შრომის ბაზარს და ქვეყანაში შრომის ბაზრის საკითხებზე რეკომენდაციებს იძლევა.

საქართველოს მთავრობამ დასაქმების ხელშეწყობის 2021 წლის პროგრამა დაამტკიცა>>

„საქსტატის“ ცნობით, ქვეყნის ყოველი მეხუთე შრომისუნარიანი მოქალაქე უმუშევარია. უმუშევრობის დონე 2020 წლის IV კვარტალში 3,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 20,4% შეადგინა.

17
რუსული კოვიდ-ვაქცინა

კირილ დმიტრიევი: რუსეთის მტრებს „სპუტნიკ V-ს“ ლიდერობა აშინებთ

0
(განახლებულია 14:15 26.02.2021)
მ ქვეყნების მოსახლეობის საერთო რაოდენობა, რომლებშიც „სპუტნიკ V-ა“ დარეგისტრირებული, 1,1 მლრდ კაცს აჭარბებს

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის მოწინააღმდეგეები ცდილობენ, აღმოფხვრან პრეპარატ „სპუტნიკ V-ს“ მიმართ ნდობა მსოფლიოში, ვინაიდან ის ერთ–ერთი საუკეთესოა, განაცხადა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა.

მისი თქმით, ვაქცინა „სპუტნიკ V-მ“ უკვე მოპოვა საერთაშორისო აღიარება, ის მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ვაქცინაა, რაც რუსი მეცნიერების დიდ გმირობაზე მეტყველებს.

„ბევრი მტერი ცდილობდა წაეშალა ნდობა რუსეთისადმი, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ისინი ესოდენ ბევრ ძალისხმევას რუსული ვაქცინის მიმართ ნდობის აღმოფხვრას ახმარდნენ — ეს იმიტომ რომ ის ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მისი უბრალოდ ეშინიათ“, — განაცხადა დმიტრიევმა გამოფენაზე, რომელიც ვირუსოლოგიის დარგში რუსეთის ლიდერობის ისტორიას ეძღვნებოდა.  

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის „სპუტნიკ V“-ს გამოყენებაზე ნებართვა უკვე გაცემულია მსოფლიოს 37 ქვეყანაში. მოსახლეობის საერთო რაოდენობა ამ ქვეყნებში 1,1 მილიარდ ადამიანზე მეტია.

ვაქცინა „სპუტნიკ V“ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. პრეპარატი გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მხარდაჭერით. ეს მსოფლიოში პირველი დარეგისტრირებული ვაქცინაა COVID-19–ის პროფილაქტიკისთვის.

მანამდე სამეცნიერო ჟურნალმა The Lancet-მა გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც „სპუტნიკV“-ს კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგებს ასახავს. ნაშრომის თანახმად, „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობა 91,6%-ს შეადგენს და ის იმუნოგენურობისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს ავლენს. ვაქცინა ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების მძიმე შემთხვევებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

0
თემები:
რუსეთი დღეს