ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში 19 თებერვლის მონაცემები

113
(განახლებულია 15:59 19.02.2021)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 260.597 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.406, კარანტინის რეჟიმშია 253, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.813 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 232 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 388-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 267.701-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 260.597 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 331), გარდაიცვალა – 3.406 (ბოლო 24 საათში – 7), კარანტინის რეჟიმშია 253, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.813 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 232 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 16.391 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10.091, PCR–ტესტით – 6.300.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,37%, ბოლო 14 დღის – 2,7%, ბოლო 7 დღის – 2,4%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

113
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (280)
აბრა მაღაზიაში კორონავირუსის შესახებ

როდის მოიხსნება დარჩენილი შეზღუდვები: ამირან გამყრელიძის პროგნოზი

36
(განახლებულია 08:45 28.02.2021)
ეპიდემიოლოგის თქმით, ჯერჯერობით ქვეყანაში სტაბილური ეპიდსიტუაციაა და კორონავირუსის მესამე ტალღა მოსალოდნელი არ არის

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება შესაძლებელი იქნება 1-2 კვირაში, თუ ამის საშუალებას ეპიდვითარება მოგვცემს, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში 1 მარტიდან ბევრი შეზღუდვა მოიხსნება: გაიხსნება მუზეუმები, საბავშვო ბაღები, ფიტნეს-დარბაზები. უქმდება შაბათ-კვირის კარანტინი. ამ კვირაში სრული დატვირთვით ამუშავდა საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

„ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრი შეზღუდვა მოიხსნა, სერიოზული შემსუბუქება გამოცხადდა, ამიტომ 1-2 კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას. ეს შეზღუდვები რა სტიმულს მისცემს ინფექციის გავრცელებას. ამის შემდეგ გადაწყდება შეზღუდვების შემსუბუქება. ხვალ და ზეგ ეს არ იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება მესამე ტალღას, მისი პროგნოზებით, თუ მარტი და აპრილი აფეთქებების გარეშე ჩაივლის, ის ნაკლებად სავარაუდოა.

„დასაშვებია, რომ ჩვენთანაც „ბრიტანული შტამის“ მეტი გავრცელება იყოს, მას გავრცელების მეტი სისწრაფე ახასიათებს, უფრო ახალგაზრდა ადამიანებს აზიანებს, თუმცა სიმძიმით არ გამოირჩევა. მაგრამ ჩვენ ახლა დაღმავალ ტალღაზე ვართ, ანუ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება. ასე გაგრძელდება, თუ ჩვენ რამე დიდი შეცდომა არ დავუშვით, არ მოვეშვით, პირბადე არ გადავაგდეთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, დღემდე ქვეყანაში 270.510 შემთხვევაა გამოვლენილი.

36
თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში კოვიდგადატანილი ადამიანების კვლევა მომდევნო კვირაში დაიწყება: მიზნები

261
ინფექციონისტის განცხადებით, კვლევა მხოლოდ თბილისში ჩატარდება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 500 მონაწილე შეირჩევა

თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. საქართველოში კოვიდგადატანილი ადამიანების კვლევა მომდევნო კვირაში დაიწყება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის სპეციალისტებს კვლევის შემდეგ ზუსტად ეცოდინებათ, კოვიდგადატანილი პაციენტების რა ნაწილს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი.

„გვეცოდინება სად უფრო ხშირია: კაცებში თუ ქალებში, ახალგაზრდებში თუ ასაკოვნებში, ვინც მძიმედ გადაიტანა დაავადება თუ ვინც მსუბუქად. რაც მთავარია, გვეცოდინება რომელი გამოვლინება სჭარბობს პოსტკოვიდურ სინდრომში: სასუნთქი სისტემის, ზოგადი სიმპტომები - დაღლილობა, სისუსტე, კუნთების ტკივილი, ნევროლოგიური სიმპტომები და სხვა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის ინფორმაციით, კვლევის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნება პროგრამა, რომელიც უფასოდ მოემსახურება პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტებს.

„საუბარია იმაზე, რომ ეს პაციენტები მივლენ ზოგადი პროფილის კლინიკებში, ინფექციურ კლინიკებში და შეიძლება ოჯახის ექიმთანაც. სპეციალური კვლევის ალგორითმით და კითხვარით დადგინდება, აქვს თუ არა მას პოსტკოვიდური სინდრომი და თუ აქვს, რომელი გამოვლინება აქვს და შემდეგ უკვე ამ კონკრეტული გამოვლინების მიხედვით, ისინი დაკვალიანდებიან და გადამისამართდებიან სპეციალისტებთან“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კვლევისთვის შერჩეულ ადამიანებს მედიკოსები ტელეფონით დაუკავშირდებიან და მოიწვევენ კლინიკებში.

პოსტკოვიდური სინდრომი მსოფლიო მედიკოსთა ახალი გამოწვევაა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ პოსტკოვიდური სინდრომი უმეტესად იმ პაციენტებს ემართებათ, ვინც ვირუსი მძიმე ფორმებში გადაიტანა. ხშირად მათი ხელახალი ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო.

261
ექიმი ევგენი კომაროვსკი

რა მეთოდებით არ ღირს იმუნიტეტის გაძლიერება - ექიმ კომაროვსკის რჩევები

0
(განახლებულია 09:22 28.02.2021)
ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტის ამაღლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხია ჯანსაღი ძილი და დადებითი ემოციები

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. იმუნიტეტის ამაღლების ყველაზე არაეფექტური და ეფექტური მეთოდები - ამის შესახებ ექიმმა ევგენი კომაროვსკიმ თავის Instagram-ზე ისაუბრა.

მედიკოსის თქმით, ჯანმრთელობის გაუმჯობესების ყველაზე არაეფექტური მეთოდებია ბიოაქტიური საკვები დანამატების, ასევე ელეუთეროკოკის და ექინაცეის მიღება, ხახვის და ნივრის მირთმევა, ვირუსის საწინააღმდეგო ამულეტები, იმუნომოდულატორები და ჰომეოპათია.

კომაროვსკი განმარტავს, რომ იმუნიტეტის ამაღლების ყველაზე ეფექტური მეთოდებია - სრულფასოვანი ძილი, ზომიერი ფიზიკური დატვირთვები, უარი მავნე ჩვევებზე (თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება), ვაქცინაცია, სრულფასოვანი კვება და დადებითი ემოციები.

0