15 თებერვალს ქვეყნის მასშტაბით კაფე-რესტორნების ღია სივრცეები გაიხსნა. მომღერალ ეკა კახიანის უმცროსმა გოგონამ ქეთო თოფურიძემ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ეკა კახიანს სიცივეში მხოლოდ სახე უჩანს და ისე მიირთმევს კაფეში.
მომღერალი 56 წლის არის და, წლების მიუხედავად, მართლაც შესანიშნავად გამოიყურება. ეკა კახიანს სამი ქალიშვილი სხვადასხვა ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად ამისა, გოგონები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.
View this post on Instagram
ქალიშვილები წლიდან წლამდე მომღერალ დედას სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან. თავად ეკა კახიანს კი წლები ვერაფერს აკლებს, გამორჩეულია სილამაზით, ხმის ტემბრითა და სამსახიობო ნიჭით.