განათლების სამინისტრო: სკოლებში უსაფრთხოებაზე კონტროლი გრძელდება

© photo: Sputnik / სკოლა
სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
ინფექციონისტების რეკომენდაციით, სკოლის საერთო სივრცეებში V-XII კლასის მოსწავლეები უნდა გადაადგილდნენ მხოლოდ პირბადით, ასევე მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ჰიგიენის ნორმები

 

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობის პროცესის მონიტორინგი აქტიურად ხორციელდება, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დეზინფექცია სკოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
სკოლებში ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი პირობები დამაკმაყოფილებელი არაა: ომბუდსმენი

ორშაბათიდან საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. ამასთან, მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევანის უფლებაც აქვთ. სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლებული წესების დაცვით აღდგა – აუცილებელია პირბადის ტარება (V-XII კლასების მოსწავლეებისთვის), ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა, თერმოსკრინინგი.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არაერთი სამუშაო ჩატარდა როგორც უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის, ისე მოსწავლეებზე მორგებული საგაკვეთილო პროცესის ორგანიზების მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, სისტემატურ რეჟიმში ახორციელებს თბილისში არსებული საჯარო სკოლების მონიტორინგს.

დგებუაძე ამჯერად თბილისის 161-ე, 128-ე და 62-ე საჯარო სკოლებს ეწვია და საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა.  

მოსწავლეები - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
სკოლებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები განახლდა: რა შეიცვალა პროტოკოლში

განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უკვე მიეწოდა. სკოლები, თავის მხრივ, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას უზრუნველყოფენ.

უწყების ცნობით, სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მიზნით ტარდება სკოლების მონიტორინგი. 800-მდე სკოლაში მოწესრიგდა სველი წერტილები. გარდა ამისა, საქართველოს მასშტაბით უკვე მიმდინარეობს სკოლებში მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ – ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე.

სამინისტროს ინიციატივით სკოლებს მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება დაევალათ, რომლის ფარგლებშიც მათ ექნებათ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა COVID-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით.

საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს ეძლევა საშუალება – გააკეთონ არჩევანი დისტანციურ და დასწრებით სწავლებას შორის. აღნიშნული სერვისის მისაღებად მშობელი ვალდებულია მოსწავლე დაარეგისტრიროს ვებ-გვერდზე online.emis.ge.

ყველა ახალი ამბავი
0