ილო ბეროშვილი ანი ბებია

ჯერის ემოციები თოვლის დანახვისას - ნახეთ ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას უსაყვარლესი შვილი

1306
(განახლებულია 13:13 18.02.2021)
მსახიობებს ანი ბებიას და ილო ბეროშვილს უსაყვარლესი ბიჭუნა ჰყავთ. ნახეთ როგორ გაიზარდა და ვის ჰგავს ბავშვი

მსახიობი ანი ბებია „ინსტაგრამზე“" ხშირად აქვეყნებს სხვადასხვა ყოველდღიურ ოჯახურ ფოტოსა და ვიდეოკადრს. ამჯერად ანიმ ჯერისა და თოვლის პირველი შეხვედრა გადაიღო.

ანისა და ილო ბეროშვილის ბიჭუნამ - ჯერიმ, თოვლი პირველად ნახა. მშობლებს აინტერესებდათ მისი რეაქცია და ჯერი თოვლში ჩასვეს. ბიჭუნამ ხოხვა დაიწყო, რამაც მშობლების მხიარულება გამოიწვია. ჯერის გაოცებული სახე ჰქონდა, თუმცა, როგორც ჩანს, ისიც გაერთო. „გაკაჟდი“, - ისმოდა ილოს მხიარული შეძახილიც. მოგვიანებით ანიმ ეტლში ჩასვა, საიდანაც ბიჭუნა დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ფიფქებს.

View this post on Instagram

A post shared by Ani Bebia (@ani.bebia)

ანისა და ილოსთვის ჯერი პირველი საერთო შვილია. საზოგადოებისგან ხშირად იყო შეკითხვა ბიჭუნას სახელთან დაკავშირებით, რაზეც ანიმ თქვა, რომ „ჯერი“ ასტროლოგიის მიხედვით დაარქვა. „ვირთხის წელში დაიბადა და გამახსენდა „ტომი და ჯერის“ მულტფილმი. ამიტომაც დავარქვით ჯერი“, - აღნიშნა ანიმ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.

View this post on Instagram

A post shared by Ani Bebia (@ani.bebia)

ანისთვის და ილოსთვის ჯერი პირველი საერთო შვილია. ანის პირველი ქორწინებიდან შვილი არ ჰყოლია. ილოს კი პირველ ქორწინებაში ჟურნალისტ ნელი აგირბასთან ორი გოგონა ჰყავს. აპრილის ბოლოს მესამე ქორწინებიდან ნელი აგირბასაც შეეძინა მესამე შვილი.

1306
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2792)
საკლასო ოთახი

გორის საჯარო სკოლებში კორონავირუსი დაფიქსირდა

77
(განახლებულია 22:04 01.03.2021)
გორის მე-2 და მე-10 საჯარო სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები პედაგოგებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების შედეგად გამოვლინდა.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. გორის მე-10 საჯარო სკოლა კორონავირუსის გამო დღეიდან 15 მარტამდე სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ გორის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში.

მე-10 საჯარო სკოლაში ახალი კორონავირუსი სკოლის პედადაგოგსა და ადმინისტრაციის წარმომადგენელს გამოუვლინდა.

კიდევ ერთი სასწავლო დაწესებულება, რომელიც სწავლების დისტანციურ ფორმატზე ანალოგიური მიზეზით ხვალიდან უნდა გადავიდეს, გორის მე-2 საჯარო სკოლაა.

აქ კორონავირუსი პედაგოგს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელსა და ერთ მოსწავლეს გამოუვლინდათ. სკოლამ უკვე მიმართა დისტანციურად სწავლებაზე გადასვლის თაობაზე გორის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს და, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკლასო ოთახებში სწავლა აქაც 15 მარტიდან განახლდება. 

ორივე სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები პედაგოგებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების შედეგად გამოვლინდა.

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 8 მარტიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება. 

როგორც რესურს-ცენტრში განმარტეს, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემთხვევაში ადმინისტრაციის თანამშრომლებს არდადეგების პერიოდში დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ.

საქართველოში მოსწავლეების დიდი ნაწილი საკლასო ოთახებს დაუბრუნდა, 12%-მა (35 732) კი სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება გადაწყვიტა. აღნიშნული რიცხვი სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენის შემთხვევაში იცვლება. როდესაც ონლაინ–სწავლებაზე კონკრეტული კლასი ან სკოლა გადადის, იმ მომენტში წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გასულ კვირაში კორონავირუსი მოსწავლეების 0,03%-ს და მასწავლებლების 0,1%-ს გამოუვლინდა.

ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლენის შედეგად დისტანციურ სწავლებაზე 11 სკოლა და 109 კლასი გადავიდა.

პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის პერსონალის სავალდებულო ტესტირება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე აქტიურად ხორციელდება რესურს-ცენტრების მხრიდან სკოლების მონიტორინგი.

მოსწავლეები საკლასო ოთახებს თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში 15 თებერვლიდან დაუბრუნდნენ. რაც შეეხება ბათუმს, ფოთს, ზუგდიდს, გორსა და თელავს, აღნიშნულ ქალაქებში მოსწავლეები სკოლებში 1 თებერვლიდან დადიან.

მშობლების გადაწყვეტილებით, მოსწავლეს სწავლის ონლაინ–რეჟიმში გაგრძელება შეუძლია. დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევნის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს, ხოლო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს – მთელი ქვეყნის მასშტაბით.

77
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ირაკლი კუტალაძე და ირინა შინკარევა

ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმრის ოჯახური ფოტოები– ნახეთ რა ლამაზი ცოლ-შვილი ჰყავს ბიზნესმენს

128
(განახლებულია 21:52 01.03.2021)
ნინი ბადურაშვილს ირაკლი კუტალაძისგან ქალიშვილი ელენე ჰყავს. წყვილი 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა.

ნინი ბადურაშვილის ყოფილ ქმარს ირაკლი კუტალაძეს მეუღლე და მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს. მეორე ცოლთან ერთად ის გასული წლის ზაფხულში საქართველოშიც იმყოფებოდა მეგობრის ქორწილში.


რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მან ყველასთვის მოულოდნელად მომღერალ ნინი ბადურაშვილზე იქორწინა. შემდეგ იყო სკანდალური განქორწინება და მას შემდეგ ირაკლი კუტალაძე ყურადღების ცენტრშია.

ნინი ბადურაშვილის ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. ის 2012 წლის ოქტომბერში გათხოვდა ირაკლი კუტალაძეზე. ირაკლიმ და ნინიმ გრანდიოზული ქორწილიც გადაიხადეს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ. თუმცა ხმები მათი დაშორების შესახებ ძალიან მალე გავრცელდა, რაც მალე ბადურაშვილის „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურიში გამოჩენამაც გაამყარა.

ნინი ბადურაშვილი ქმარს 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა. ყველაფერს ფარდა მომღერლის მეუღლემ ირაკლი კუტალაძემ ახადა, როდესაც ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში სკანდალური განცხადებები გააკეთა. „ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები“, – ამბობდა ირაკლი.

მას შემდეგ, რაც ელენე გაიზარდა, როგორც ჩანს, წყვილს შორის ურთიერთობა დასტაბილურდა. ეს მომღერალმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუშიც აღნიშნა და განაცხადა, რომ მშობლების უთანხმოება შვილზე არ უნდა მოქმედებდეს, რომ მათი ურთიერთობა დასტაბილურდა, ირაკლი კარგი მამაა, ხშირად მიჰყავს ელენე მოსკოვში, ასევე დუბაიში, თავის ოჯახთან ერთად. მას თით­ქმის 3 წელია ახალი ოჯახი ჰყავს – მეუღლე, შვილი, და ელენეც ამ ახალ წელს მამასთან შეხვდა.

ირაკლი კუტალაძეს თით­ქმის 3 წელია ახალი ოჯახი ჰყავს – მეუღლე და მცირეწლოვანი ქალიშვილი. ელენეც ამ ახალ წელს მამასთან შეხვდა.

მეუღლე – ირინა შინკარევა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს გოგონების ერთობლივ ფოტოებს, როგორც ჩანს, ელენეს დედინაცვალთან კარგი ურთიერთობა აქვს.

128
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2792)
 შოუ The Voice Georgia

„ვიცე-მის საქართველო“, მძიმე როკი და რესტორნის მომღერლები: რა მოამზადა ქართულმა „ვოისმა“

0
(განახლებულია 22:21 01.03.2021)
პროექტში The Voice of Georgia თავი მოიყარეს ყველაზე, ყველაზე გამორჩეულებმა - მოდელებმა, ქუჩის მუსიკოსებმა, რესტორნის მომღერლებმა და უბრალოდ სიმღერის მოყვარულებმა

შაბათს ვოკალური ტელეპროექტის The Voice of Georgia სეზონის მეორე გამოშვება - ბრმა მოსმენების ეტაპი გაიმართა. Sputnik-საქართველო მკითხველს ყველაზე გამორჩეულ კონკურსანტებსა და ნომრებს აცნობს.

სანდრო ლაშხი

სანდრო ლაშხი 20 წლის სტუდენტი და ქუჩის მუსიკოსია სასიამოვნო ხრინწიანი ხმით. მუსიკა ლაშხის ერთადერთი გატაცება არ არის. ის დროს უთმობს ფოტოგრაფიასა და ხატვას, განსაკუთრებით კი მოტოციკლეტები უყვარს.

სანდრომ შეასრულა ჯგუფის The Animals სიმღერა The house of rising sun. დაიწყო დაბალი ტონალობით, შემდეგ კი ზედა რეგისტრში გადავიდა. იგი მძიმე და კლასიკური როკის თაყვანისმცემელია. სანდრომ ნიკა რაჭველი და სალიო შემოაბრუნა, არჩევანი კი სალიოს გუნდზე შეაჩერა. 

მარიამ დოკვაძე

ოცდასამი წლის მარიამ დოკვაძე რუსთავიდანაა. გოგონას დედის თქმით, იგი ბავშვობიდან გამოირჩეოდა სრულყოფილი სმენით, ამიტომ გადაწყვიტეს მუსიკალურ სკოლაში მიყვანა. მარიამმა იქ მხოლოდ რამდენიმე წელი იარა, ამიტომ მიაჩნია, რომ თვითნასწავლია. 18 წლის ასაკში მარიამმა შექმნა ბენდი, რომელთან ერთადაც რესტორნებში გამოდიოდა.

პროექტისთვის დოკვაძემ შეარჩია არეტა ფრანკლინის სიმღერა Respect. გოგონამ ენერგიითა და ძლიერი ვოკალით თავიდანვე დაიმსახურა სტეფანესა და სალიოს მოწონება. მან სტეფანეს გუნდი აირჩია.

ლარა იანი

ამ გამოშვების ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მონაწილე თბილისელი 28 წლის ლარა იანი იყო. 2017 წელს ლარა მონაწილეობდა სილამაზის კონკურსში „მის მსოფლიო“, როგორც „ვიცე-მის საქართველო“, 2020 წელს კი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც 2020 წლის პირველი „ვიცე-მის ოფისი“ გახდა.

გოგონამ შეასრულა ბიონსეს სიმღერა Runnin. მსმენელი და მეგობარი ბიჭი ამაოდ ელოდნენ, რომ მისკენ ჟიურის რომელიმე წევრი შემობრუნდებოდა, თუმცა სიმღერის დასრულების შემდეგ, გოგონას დანახვისას, სტეფანემ ის კომპლიმენტებით აავსო.

სალომე ხუჯაძე

18 წლის თბილისელი სალომე ხუჯაძე ბავშვობიდან გატაცებულია სიმღერით. გოგონა საკმაოდ თავდაჯერებულია და გამოსვლამდე თითქმის არ ღელავდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი პირველი პროექტია. ხუჯაძემ შეასრულა ჯენიფერ ჰადსონის სიმღერა I'm changing.

მან ხმის ტემბრით ჟიურის სამი წევრი მოხიბლა - სტეფანე, ნიკა რაჭველი და სალიო. არჩევანი კი მაესტრო რაჭველის გუნდზე შეაჩერა.

კატო ვერხვიაშვილი

31 წლის კატო თბილისში ცხოვრობს. დაიბადა მუსიკალურ ოჯახში, მაგრამ ძალები სპორტშიც აქვს მოსინჯული. ამჟამად მუსიკის გარდა ფოტოგრაფიითაა გატაცებული. პროექტ „ვოისის“ სცენაზე თავისი პირველი გამოსვლა კატომ მიუძღვნა მამას, რომელიც სამი თვის წინ გარდაიცვალა.

კატომ ტომ ჟობიმის სიმღერის Meditation პირველივე ნოტებიდან მიიქცია ყურადღება. სტეფანემ მომღერალი შეაფასა, როგორც ძალიან ალტერნატიული. ამასობაში მისკენ სალიო შემობრუნდა, რომელიც კატოს ნამღერმა ისე აღაფრთოვანა, რომ ჟიურის დანარჩენი წევრების ღილაკებსაც თავად დააჭირა ხელი. საბოლოოდ მომღერალი ნიაზ დიასამიძის გუნდში მოხვდა.

The Voice of Georgia - არის სატელევიზიო ვოკალური შოუ. 2012 წლიდან კონკურსი „იმედის“ არხზე გადიოდა, ამჟამად კი „პირველი არხით“ გადაიცემა.

ადრე მას ეწოდებოდა „ახალი ხმა“. პირველი ორი სეზონის გამარჯვებულები გახდნენ სალომე ქათამაძე და მარიამ ჩაჩხიანი. პროექტი არის ორიგინალური ფორმატის The Voice ქართული ანალოგი. პროექტი 2010 წელს ჰოლანდიურ ტელევიზიაში RTL4 გამოჩნდა, როგორც The Voice of Holland.

0