„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 18 თებერვალს

© courtesy of Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 18 თებერვალს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა, წყალსადენის და შეშელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, გაბაშვილის და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაშკენტის ქუჩის მოსახლეობას.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მირიან მეფის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პირველი რესპუბლიკის მოედნის, ალადაშვილის, ერევნის, ერისთავის, დმანისის, ხივინის და ლადო მესხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0