ფრენების აღდგენის შემდეგ ცნობილმა ბლოგერმა სამოგზაუროდ აფრიკას მიაშურა და სოციალური ქსელის მომხმარებლებს ცხელ სანაპიროზე გადაღებული ფოტოებით და ვიდეოებით ანებივრებს.
View this post on Instagram
როგორც ჩანს, ბლოგერი ფერადკანიანი, ხუჭუჭთმიანი მანდილოსნების მიმართ გულგრილი არ აღმოჩნდა და შორეულ აფრიკაში სიყვარულის ძებნა დაიწყო. რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას ჯერ ერთი გოგონა გააცნო, რომელსაც შემთხვევით პლაჟზე გადააწყდა, თუმცა არჩევანზე არ ჩაციკლულა და რამდენიმე დღეში უკვე მისი ჩამნაცვლებელი მოძებნა.
View this post on Instagram
„იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“. დღეს ძალიან კარგი ადგილიდან დავყრით „სთორებს“ და აქვე: გაიცანით კოკო, არ ვთაგავ უბრალოდ, თუმცა გამომძიებლებს რას გამოვაპარებ, სადაც ის იპოვეს“, – წერს ბლოგერი.
View this post on Instagram
გურამ შეროზია აქტიური ცხოვრებით გამოირჩევა. ბავშვობაში ბევრ რამეზე ოცნებობდა, მათ შორის უცხოეთში მოგზაურობაზე. შეიძლება ითქვას, ყველაზე ნაყოფიერად ეს ოცნება აიხდინა – ამ დროისათვის 60-ზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი.
View this post on Instagram
გურამ შეროზია სამი წლის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული პროფესიით ფსიქოლოგი ხატია ჯოხარიძე იყო, თუმცა ისინი მალევე დაშორდნენ. წყვილს მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს.
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიის გამო თემქის დასახლებასა და ავჭალის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. იუწყება კომპანია „თბილისი ენერჯი“.
კომპანიიც ცნობით, „თბილისი ენერჯის“ სპეციალური ჯგუფები ადგილზე სრულადაა მობილიზებული.
„გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღდგენისთვის ამ დროისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები დღეს დღის ბოლომდე დასრულდება“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
გაზმომარაგება, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ხვალ, 27 თებერვალს 21:00 საათამდე სრულად აღდგება.
„თბილისი ენერჯი" დედაქალაქს ბუნებრივი გაზით 8500 კილომეტრის საშუალო და დაბალი წნევის მიწისქვეშა და მიწისზედა გაზსადენების საშუალებით ამარაგებს.
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებს ახალ პროექტს „პირველი არხი – სცენა“, რომელიც ერთ ციფრულ პლატფორმაზე ხელოვნების სხვადასხვა სფეროს გააერთიანებს.
როგორც პირველი არხის განცხადებაშია აღნიშნული, პანდემიის გამო ხელოვნების სფეროს თვითგამოხატვის ხელმისაწვდომი ფორმებით სარგებლობის შესაძლებლობა აღარ აქვს, ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მათ ახალ ონლაინ–ალტერნატივას სთავაზობს.
„პირველი არხი – სცენა“ – ესაა ვირტუალური სივრცე, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას, მოისმინოს კონცერტი ქართველი შემსრულებლების შესრულებით, ნახოს ქართული ფილმები, თეატრალური დადგმები, ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების გამოფენები და ნამუშევრები. გარდა ამისა, პორტალზე იქნება სხვადასხვა კონცერტის პირდაპირ ტრანსლაციაზე დასწრების შესაძლებლობა ვირტუალური ბილეთის საშუალებით, ასევე დაინტერესებულ პირებს აქვთ თანხის გადარიცხვის შესაძლებლობა, რათა დაეხმარონ ხელოვნების სფეროების წარმომადგენლებს.
ორგანიზატორებმა უკვე დააანონსეს პროექტის პირველი ცოცხალი კონცერტი, ესაა „ჯაზის საღამო“, რომელიც 28 თებერვალს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ JANNGO, ნინი ნუცუბიძე, ანა დოი, ბექა გოჩიაშვილი, ლევან დეისაძე და ზაზა ცერცვაძე.