ეპიდემია საქართველოში

უფრო მეტს გადაიხდით: პირბადის ტარების რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

869
(განახლებულია 19:21 17.02.2021)
ეპიდემიოლოგების ვარაუდით, საქართველოში პირბადის ტარება სავალდებულო მინიმუმ ერთი წელი კიდევ იქნება, ვიდრე ვაქცინაცია მოსახლეობის 70%–ს არ ჩაუტარდება.

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვას შეუდგნენ, რომელიც ითვალისწინებს პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთვის ჯარიმის გაზრდას. 

საქართველოში 28 ნოემბრიდან პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირბადის ტარების რეჟიმის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

ცვლილებების ერთ–ერთი ავტორი, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი ლადო კახაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთვის ჯარიმის 50 ლარამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის.

კანონპროექტს კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს და საკითხი განსახილველად პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა.

შსს-ს ცნობით, 1 იანვრიდან პოლიციამ 28.197 დარღვევა გამოავლინა, რომელთა უმეტესობა პირბადის რეჟიმის დარღვევაა – გასულ დღე-ღამეში ამისთვის 733 ადამიანი დაჯარიმდა.

 

869
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (303)
ნანიკო ხაზარაძე

„არ გაიმეოროთ!“ - ნანიკო ხაზარაძე შვილს იარაღს უმიზნებს - უცნობი ფოტო

17
(განახლებულია 13:43 04.03.2021)
ლილუ და ნანიკო, ფაქტობრივად, ერთად გაიზარდნენ. ტელეწამყვანსა და მის ქალიშვილს საოცარი მეგობრობა აკავშირებთ.

ტელეწამყვანმა დედის დღესთა დაკავშირებით უცნობი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის წლების წინ პატარა ლილუს სათამაშო იარაღს უმიზნებს. „დედა ვიცი მე პაპიროსით და იარაღით. არ გაიმეოროთ, მეც მეყოფა“, - წერს ნანიკო „ინსტაგრამის“ „სთორიზე“.

საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო ცნობილი სახეების შვილებს სოციუმში თავის დამკვიდრება უჭირთ. ეს სტერეოტიპი ნანიკო ხაზარაძეს და მის ლაღ ქალიშვილს არ ეხებათ. წარმატებული ტელეწამყვანის თქმით, ერთადერთ ქალიშვილს არასდროს არაფერს უკრძალავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნანიკო და ლილუს მამა ძალიან მალე დაშორდნენ, ნანიკომ ყველა ძალა მოიკრიბა და ცხოვრება შვილთან ერთად ახალი ფურცლიდან დაიწყო. ლილუ და ნანიკო, ფაქტობრივად, ერთად გაიზარდნენ. ტელეწამყვანსა და მის ქალიშვილს საოცარი მეგობრობა აკავშირებთ. ლილუ სკოლის მოსწავლეა, თუმცა დედა დამოუკიდებლობას არ უშლის.

ნანიკო ხაზარაძეს ერთადერთი ქალიშვილი ჰყავს. უსაყვარლესმა გოგონამ ლილუ ნუცუბიძემ სამსახური 16 წლის ასაკში დაიწყო. ყვავილებით დაინტერესებულმა თავისუფალმა და დამოუკიდებელმა სკოლის მოსწავლემ სამსახური თბილისის ცენტრში იპოვა. ამის შესახებ ნანიკო ხაზარაძემ საკუთარ გვერდზე დაწერა. „ლილუ სამსახურში“ – ამ სათაურით გამოქვეყნებულმა ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ ლილუს ფინანსურად დედა უზრუნველყოფს, გოგონამ საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო. ლილუ ნუცუბიძე გამყიდველად მუშაობს „ყვავილების ქარხანაში", რომელიც პეტრიაშვილის ქუჩის დასაწყისშია.

17
თემები:
სელებრითების ცხოვრება
სკოლა

პირველკლასელთა რეგისტრაცია: სამინისტრომ ვადები და ეტაპები განსაზღვრა

23
(განახლებულია 15:07 04.03.2021)
2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. მომავალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა, იუწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტრო.

უწყების ცნობით, რეგისტრაცია ოთხ ეტაპად ჩატარდება.

I ეტაპი  -  ამ ეტაპზე სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები.

სამინისტროს ინფორმაციით, საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ფიზიკური შეზღუდვა; ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; სწავლის უნარის დარღევა; სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); მეტყველების განვითარების დარღვევა; ქცევითი და ემოციური დარღვევა; გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და ასევე აუტიზმის სპექტრის მქონე  ბავშვი. 

I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობელები განცხადებით იმ საჯარო სკოლას მიმართავენ, სადაც შვილის შეყვანა სურთ. სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.

  • I ეტაპი გაგრძელდება 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 26 მარტის ჩათვლით. რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენის პერიოდია 2021 წლის 29 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით.

იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ.

II ეტაპი - სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა ან და-ძმა სწავლობს იმავე სკოლაში, ან მშობელია სკოლის თანამშრომელი და/ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. 

ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

  • II ეტაპი 27 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

III ეტაპი - ეს უკვე საყოველთაო რეგისტრაციაა, რომელივ განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

მოსწავლეები და მასწავლებლები ინტერნეტზე შეღავათიანი ფასით ისარგებლებენ: რა ეღირება პაკეტი>>

  • III ეტაპი 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

IV ეტაპი - სკოლებში ამ დროს გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. 

  • IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად შემდეგი  დოკუმენტებია საჭირო:

  1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  2. მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
23
თემები:
განათლება საქართველოში