თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 17 თებერვალს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობას.
14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ავეტიკ ისაკიანის და რომელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის და მიცკევიჩის ქუჩის მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და დიდი დიღმის III მიკრორაიონის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის, კონსტანტინე კაპანელის და ქანთარიას ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რადიოსადგურების მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.
12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.