შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მუშაობას სრული დატვირთვით იწყებს

690
(განახლებულია 22:52 16.02.2021)
მომსახურების სააგენტოს სერვისების ნაწილი საქართველოს მასშტაბით COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო იყო  შეზღუდული.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში 17 თებერვლიდან COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი საქართველოს მასშტაბით განახლდება, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობით, 17 თებერვლიდან შესაძლებელი იქნება მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლა. ხოლო 16 თებერვალს, 24:00 საათიდან მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ელექტრონულად დაჯავშნონ თეორიული გამოცდის რიგი.

ასევე, სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. დაინტერესებული პირები შეძლებენ იარაღის რეგისტრაციის ნებართვის მისაღები გამოცდის ჩაბარებას.

სერვისების მიწოდება განახლდება თბილისში, ჯ. ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე მომსახურების ცენტრში, ახალქალაქისა და ამბროლაურის სტრუქტურულ ერთეულებში.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელი იქნება ადგილზე, მომსახურების ცენტრებში, ასევე ელექტრონული წესით, მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge).

ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე დამზადებული დოკუმენტები გაიცემა შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში.

მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.

690

ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა - ვიდეო

17
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.  დაწვრილებით - ჩვენს ვიდეოში იხილავთ

მომიტინგეები თურქული კომპანია ENKA-ს რიონის ხეობიდან გასვლას, ხეობაში ჰესის მშენებლობის შეწყვეტასა და უცხოური კომპანიისათვის მიწის 99 წლით გადაცემის გაუქმებას მოითხოვდნენ.

უკვე 126 დღეა ადგილობრივები, საეკლესიო პირები და არასამთავრობოების წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ მდინარე რიონზე ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღდეგ.

პროექტი „ნამახვანჰესის კასკადი“ რიონზე გააერთიანებს ორ ჰერსს - „ნამახვანი“ და „თვიში“, რომლებიც ერთად 433 მეგავატს გამოიმუშავებენ. პროეთის სავარაუდო ღირებულება 730 მილიონი დოლარია.

პროექტს Clean Energy Georgia Group შეასრულებს. ჰესის მშენებლობისათვის Clean Energy Georgia Group თურქულს ჰოლდინგთან ENKA Insaat ve Sanayi A.S. ითანამშრომლებს.

17
ნინო ნადირაძე

„ჩვეულებრივი ტრანსის „ვიდზე“ ვარ...“- ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება

153
(განახლებულია 23:36 26.02.2021)
ნინო კუზანოვას ხმაურიანი განცხადება. ცნობილმა ექიმმა ვიდეო საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, რომელიც სოცქსელში ვირუსულად გვარცელდა

ახალბედა ბებია მუდამ ექსტრავაგანტულად გამოიყურება და მისი საჯარო განცხადებებიც საკმაოდ ხმაურიანია. არისტოკრატული ჩაცმულობით გამორჩეული ტელესახე აქტუალობას არ კარგავს. ნინო ნადირაძე-კუზანოვა მისი თაობის ქალბატონებს შორის სტილით განსაკუთრებით თვალშისაცემია. მას ფერების და აქსესუარების შეხამება უყვარს. აღმოჩნდა, რომ ნადირაძე-კუზანოვას სოციალური ქსელების ე.წ ფილტრები არ მოსწონს და გამოყენების შემთხვევაში საკუტარ თავსაც და სხვებსაც ტრანსგენდერებს ადარებს.

View this post on Instagram

A post shared by nino (@ninonadiradze)

მან უახლესი ვიდეო საკუთარ გვერდზე თამამად გამოაქვეყნა და სოცსივრცეში ხმაური გამოიწვია. „აი ეს უბედურება ფილტრი, რომელიც მე გამოვიყენე და მეზიზღება, ჩვეულებრივი ტრანსის ვიდზე ვარ და მოგწონთ“,- ამბობს ნინო. ბოლო დროს კარდიოლოგი ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს, სადაც უმაკიაჟოდ იყო და წერდა, რომ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე მაკიაჟზეც უარი თქვა და ცნობილ ბრენდებზეც.

ნინო ნადირაძე-კუზანოვა ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ჰყავს ბევრი თაყვანისმცემელი, პაციენტებისთვის საყვარელი ექიმია და არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია, ხოლო მაყურებლისთვის დახვეწილი იუმორის მქონე არაჩვეულებრივი ქალბატონია. მას კარგი გემოვნება აქვს, მუდამ დახვეწილად აცვია და ძალიან უყვარს მოდური „ლუქებით“ სოციალურ ქსელში ახალ-ახალი ფოტოების გამოქვეყნება.

View this post on Instagram

A post shared by nino (@ninonadiradze)

დაუჯერებელია, მაგრამ ექიმი უკვე ბებიაა. მას პირველი შვილიშვილი ბაია კუზანოვმა, უფროსმა ქალიშვილმა აჩუქა. ბიჭუნასთან გატარებულ ბედნიერ წამებს ნინო თაყვანისმცემლებს ხშირად უზიარებს. კუზანოვების ოჯახის ყველაზე ხშირი სტუმარი მასმედია ხდება. კარდიოლოგი დიდი სიხარულით მასპინძლობს სხვადასხვა გადაცემებს და ტელეეკრანებზე ინტენსიურად ჩნდება. ეს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

153
თემები:
სელებრითების ცხოვრება