Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„არც ერთხელ არ მინახავს...ძალიან მეშინია მასთან შეხვედრის“ – ნინო დარასელი დედის მოლოდინზე

© Photo: Nino Darso / FBნინო დარასელი
ნინო დარასელი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
გამოწერა
„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას 31 მარტს დატოვებს.

ცნობილი ჟურნალისტი ნინო დარასელი ამბობს, რომ დედა მისი დაკავების შემდეგ არ უნახავს და ძალიან ეშინია იმ დიდი ემოციის, რაც მასთან შეხვედრას მოჰყვება, როდესაც ის საპატიმროს დატოვებს. როგორც ნინომ ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში აღნიშნა, სინამდვილეში პატიმრობის ვადა ამოიწურა და ამ თარიღს რუსუდან კერვალიშვილთან ერთად ისედაც ელოდნენ.

მაია რჩეულიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2017
„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს ერთ ეპიზოდზე 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს
„ძალიან მოულოდნელი იყო რუსოს ჩვენთან აღარ ყოფნა და ახლა ეს დაბრუნება ბუნებრივია, რადგან სრული დრო გავიდა. იმდენად მეშინია ამ შეხვედრის, იმდენად დიდი ემოცია მაკავშირებს რუსოს დაბრუნებასთან, ამაზე ვერც კი ვფიქრობ. ჩემს ცხოვრებაში რუსოსა და მაიას დაბრუნება უდიდესი ემოცია იქნება. თან სულ მეშინია და ვფიქრობ ხოლმე, ხომ ყველაფერი კარგად იქნება და ნამდვილად დაბრუნდებიან?“ – ამბობს ჟურნალისტი.

მისი თქმით დედა შორიდან მხოლოდ ორჯერ დაინახა, როდესაც ის საპატიმროდან კლინიკაში ჰყავდათ გადაყვანილი. საპატიმროში ნახვის სურვილი არ ჰქონია, რადგან არ უნდოდა არც მას და არც რუსუდანს, რომ ის იმ რეალობაში ენახა.

ყოფილი დეპუტატი, „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას 31 მარტს დატოვებს. მას აღნიშნულ დროს სასჯელი სრულად ექნება მოხდილი.

რუსუდან კერვალიშვილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან მაია რჩეულიშვილთან ერთად დამნაშავედ იქნა ცნობილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული. საქმე რამდენიმე ობიექტს ეხება, მათ შორის სააკაძის მოედანზე, კრწანისში და წყნეთის ობიექტებს.

ყველა ახალი ამბავი
0