სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება

© photo: Sputnikეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 58-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი 85 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

რეგიონის მასშტაბით არსებულ ექვს კოვიდ–ცენტრში 157 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.  

პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 47 კოვიდ-პაციენტი გადის – სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება 29 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა სამი. ფოთის კლინიკაში იმყოფება 30 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ოთხი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 15 პაციენტი მკურნალობს, ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 14 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 22 პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 740-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 266.462-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0