პოლიცია

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

32
(განახლებულია 15:31 16.02.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 873 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. 1 თებერვლიდან ზოგიერთი შეზღუდვა შემსუბუქდა, თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 140 პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 733 ფიზიკური პირია დაჯარიმებული.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

32
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (310)

ანტი-კომენდანტი: აქცია კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

9
შაბათს თბილისის საკრებულოს შენობასთან კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ რამდენიმე საათიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. დაწვრილებით - Sputnit-საქართველოს ვიდეოში იხილავთ

კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებს შორის ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც გასართობი დაწესებულებეის გახსნასა და საკომენდანტო საათის გაუქმებას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანის ბანერზე ეწერა „ანტი-კომენდანტი“.

აქციაში ასევე მონაწილეობდნენ მომღერლები, მუსიკოსები, ტურისტული სფერს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის პარტია „გირჩისა“ და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტივისტები.

აქცია თავდაპირველად უშუალოდ საკრებულოს შენობასთან დაიწყო, მოგვიანებით დემონსტრანტებმა ბანერებიანად წრიულ კუნძულზე წმინდა გიორგის ქანდაკების ძირში გადაინაცვლეს. მიტინგის დროს სატრანსპორტო მიმოსვლა შეიზღუდა, თუმცა არ გადაკეტილა. საავტომობილო მოძრაობას ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.

 

9
საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის წინააღმდეგ

თბილისის საკრებულოსთან კომენდანტის საათის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

46
(განახლებულია 20:23 06.03.2021)
მომიტინგეთა თქმით, მათ აქვთ „უსამართლობის შეგრძნება“, როდესაც ფანჯრებიდან გამვლელ მანქანებს უყურებენ, თავად კი სახლში ყოფნა უწევთ

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე რამდენიმე ათეული ადამიანი ღამის საათებში გადაადგილებაზე აკრძალვას აპროტესტებს.

Молодежная акция против ковид-ограничений в центре столицы Грузии 6 марта 2021 года
© Sputnik / Alexander Imedashvili
საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის წინააღმდეგ

აქცია ორგანიზებულია სოციალურ ქსელებში, მასში რიგითი თბილისელები მონაწილეობენ.

აქციის მონაწილეთა უმრავლესობამ აქციაზე მიიტანა პლაკატები წარწერებით „კომენდანტის საათი=ავტორიტარიზმი“, „თავისუფლება საშვით არ გაიცემა“, „გააუქმეთ კომენდანტის საათი“, „თავისუფლება შერჩევითი არ არის“.

„ჩვენ გვიჩნდება უსამართლობის შეგრძნება, როდესაც ფანჯრებიდან ვხედავთ გამვლელ მანქანებს, ჩვენ კი სახლებში ყოფნა გვიწევს“, - განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები დგანან წმინდა გიორგის მონუმენტის ირგვლივ და მათ უჭირავთ ბანერი წარწერით „თავისუფალი მიმოსვლის უფლება შეუზღუდავია“.

Молодежная акция против ковид-ограничений в центре столицы Грузии 6 марта 2021 года
© Sputnik / Alexander Imedashvili
საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის წინააღმდეგ

21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა - ერთ-ერთია იმ შეზღუდვებიდან, რომელიც პირბადეების ტარებასთან და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვასთან ერთად საქართველოში გაურკვეველი ვადით იმოქმედებს. ეპიდემიოლოგები ამ შეზღუდვას მოქალაქეთა მობილობის შემცირების სურვილით ხსნიან.

46