სკოლა

რამდენად უსაფრთხოა პირბადე ბავშვებისთვის: ინფექციონისტის განმარტება

61
(განახლებულია 19:56 15.02.2021)
განათლების სამინისტროს მიერ განახლებული პროტოკოლის თანახმად, სკოლის ტერიტორიაზე V-XII კლასების მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულოა.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. პირბადის ტარება ბავშვის ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას არ ახდენს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე. 

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა (ამასთან, მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევანის უფლებაც აქვთ). 1 თებერვლიდან კი სასწავლო პროცესი აღდგა აჭარაში, ზუგდიდში, გორში, ფოთში, თელავში, უფრო ადრე – ქვეყნის სხვა რეგიონებში. მთავრობის განმარტებით, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ვადაზე ადრე შემსუბუქება ქვეყანაში კოვიდ-ინფექციის გავრცელების კლებამ გამოიწვია.

სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა. განახლებული რეკომენდაციების თანახმად, V-XII კლასების მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულოა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები კი აღნიშნული ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

გამყრელიძის განმარტებით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის გაიდლაინში აღნიშნულია, რომ 6 წლის ბავშვებისთვის პირბადის ტარება აბსოლუტურად უსაფრთხოა. თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ექიმი პირბადის გამოყენების რეკომენდაციებს არ გასცემს. 

„ექიმის დანიშნულებით, სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ უარი ითქვას პირბადის ტარებაზე. თუმცა, ზოგადად, ძალიან ბევრ ქვეყანაში დღეს სკოლებში პირბადის ტარება სავალდებულოა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე მოსახლეობას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით პირბადის ტარება ერთ-ერთი უმთავრესია. თუ 95%-ზე ავიყვანთ ქვეყანაში პირბადის მოხმარების მაჩვენებელს, მაისში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 20-30 შემთხვევა იქნება, აღნიშნა მან.

დღეიდან, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლებული წესების დაცვით აღდგა – მათ შორის აუცილებელია პირბადის ტარება, 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა და თერმოსკრინინგი.

61
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (279)
ნინი ბადურაშვილი, ანასტასია თოფურიძე და ქეთო თოფურიძე

ნინი ბადურაშვილის ქალიშვილისა და უმცროსი დის უსაყვარლესი ცეკვა - Tik-Tok- ის ტრენდი

43
(განახლებულია 15:25 26.02.2021)
ასე ართობს ქეთევან თოფურიძე, ნინი ბადურაშვილის ქალიშვილს - პატარა ელენეს. პოზიტიური ვიდეო სოციალური ქსელიდან

ერთწლიანმა პანდემიამ თითოეული ოჯახის წევრი ერთმანეთს უფრო დააახლოვა. გაურკვეველი დროით შეჩერებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი სახლში დარჩა, ამან კი ოჯახური ურთიერთობების დალაგება განაპირობა. მათ შორის აღმოჩნდა ნინი ბადურაშვილის ოჯახი.

ეკა კახიანი მცხეთის აგარაკში გადაღებულ ვიდეოებს აქვეყნებს, რომელზეც დედაშვილური იდილია კარგად ჩანდა. ახლა კი ნაწილობრივ შემსუბუქების შემდეგ მსახიობები სამსახურებს დაუბრუნდნენ და უმცროსი დეიდა დის შვილის გართობას ცდილობს.

View this post on Instagram

A post shared by Keto Topuridze (@ketevanne)

როგორც ჩანს, ქეთევანი და ელენე ძალიან დამეგობრდნენ. მათ Tik-Tok- იც აერთიანებთ და გოგონების დღე ბევრად მრავალდეროვანი გარდა. დეიდა და დის შვილი საცეკვაო ილეთებს იმახსოვრებენ და ტრენდულ ვიდეოებს იღებენ. ერთ-ერთი ასეთი პოზიტიური ვიდეო ქეთომ საკუთარ გვერდზე განათავსა, რომელმაც უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.

გოგონას ნინი ბადურაშვილს ძალიან ამსგავსებენ – ელენე პატარა ფერიას ჰგავს. ბადურაშვილის ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. ის 2012 წლის ოქტომბერში გათხოვდა ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეზე. ირაკლიმ და ნინიმ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ. თუმცა ხმები მათი დაშორების შესახებ ძალიან მალე გავრცელდა, რაც შემდეგ ბადურაშვილის „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურიში გამოჩენამაც გაამყარა.

ქართველი ვარსკვლავი ქმარს 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა. ყველაფერს ფარდა მომღერლის მეუღლემ ირაკლი კუტალაძემ ახადა, როდესაც ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში სკანდალური განცხადებები გააკეთა. „ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები“, – ამბობდა ირაკლი.

43
თემები:
სელებრითების ცხოვრება
რუსკა მაყაშვილი

ასე არაორდინალურად მიულოცა რუსკა მაყაშვილმა ნინუცას დაბადების დღე - დების გარდასახვა

19
(განახლებულია 15:17 26.02.2021)
დების აქამდე უცნობი ფოტოები და რადიკალური ცვლილება. როგორ გამოიყურებოდნენ რუსკა და ნინუცა მაყაშვილები

მსახიობ ნინუცა მაყაშვილს 32 წელი შეუსრულდა. პოზიტიური არტისტი წლიდან წლამდე ერთგულ მაყურებელს სხვადასხვა სიახლეებით ანებივრებს. წელს მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის დილის გადაცემაში ჟურნალისტის ამპლუა მოირგო და თაყვანისმცემლებს რამდენიმე ფაქტით დაამახსოვრა თავი. მათ შორის უკანასკნელი კურიოზი მის დას - რუსკა მაყაშვილს ეხება.

რუსკა მაყაშვილის თაყვანისმცემლებმა კარგად იციან, რომ მათი ფავორიტი მსახიობი ორსულად არის. ამ სიახლის შესახებ „ფოლოვერებს“ რამდენიმე თვის წინ რუსკამ თავად შეატყობინა, თუმცა სქესი არ დაუსახელებია. რუსკა მაყაშვილი „რუსთავი 2“-ის დილის ეთერში მისი დის ნინუცა მაყაშვილის რუბრიკის სტუმარი იყო, სადაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა და ნინუცამ მომავალი დისშვილის სქესი გაამხილა.

„გაგვიმართლა და მეორე არის გოგო“, – აღნიშნა ნინუცამ, რაზეც რუსკას „არაერთგვაროვანი“ რეაქცია ჰქონდა. ტელეწამყვანი მალევე მიხვდა, რომ საიდუმლო გაამხილა. „შემდეგი ჩართვა ჩემი გასვენება იქნება, მომკლავს“ – განაცხადა ნინუცამ და, სავარაუდოდ, სხვა შემთხვევაში ამ კადრებს ამოჭრიდნენ, მაგრამ გადაცემა პირდაპირ ეთერში გადიოდა.

რუსკასთან შედარებით, ნინუცამ პირადი ცხოვრება ვერ ააწყო. მიუხედავად ამისა, ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი ფარ-ხმალს არ ყრის და მოტივირებული უბრუნდება ეკრანს. ნინუცა ადრეულ ასაკში დაოჯახდა. არტისტი 19 წლის იყო და ამ ნაბიჯს ძალიან ნანობს.

რუსკას და ნინუცას დედა თამარ მაყაშვილი 17 წლის იყო, როდესაც ეკონომისტ კოკა ცხვედიანზე ნაადრევად იქორწინა. მალე ორი გოგონა გაუჩნდათ და პრობლემებიც დაიწყო. წყვილმა ერთად სულ 5 წელი იცხოვრა. ურთიერთობა მაშინ აირია, როდესაც გოგონების მამამ ხატვა დაიწყო და ამ ყველაფერს ფინანსური პრობლემები მოჰყვა. წლების შემდეგ ნინუცამ და რუსკამ გვარი გააზრებულად შეიცვალეს. მათ ბიძა ზრდიდა და პატრონობდა, რამაც განაპირობა ცხვედიანიდან მაყაშვილზე გადასვლა.

19
თემები:
სელებრითების ცხოვრება

კორონავირუსი საქართველოში ერთი წლის დინამიკა

0
(განახლებულია 18:05 26.02.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
კორონავირუსი საქართველოში - ერთი წლის დინამიკა
© Sputnik / Konstantin Ivanov

 

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში თქვენ გაიგებთ ერთი წლის განმავლობაში რამდენით გაიზარდა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა.

2020 წლის 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა – ქვეყანამ მასობრივი ინფიცირების აცილება მოახერხა. საერთაშორისო საზოგადოებამ ხელისუფლებისა და ეპიდემიოლოგების მუშაობა დადებითად შეაფასა.

თუმცა, 28 ნოემბრიდან ეპიდვითარების გაუარესების გამო, ქვეყანაში რიგირ ახალი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის, სავაჭრო ცენტრების, სასწავლო დაწესებულებების მუშაობა – ამოქმედდა „კომენდანტის საათი“.

გამომდინარე იქინდა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა შესამჩნევად შემცირდა, ქვეყნის ხელისუფლებამ კოვიდ–შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც ახლო მომავალში სრულად მოიხსნება.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (279)