თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 165-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 265.722-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 258.732 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 639), გარდაიცვალა – 3.363 (ბოლო 24 საათში – 11), კარანტინის რეჟიმშია 238, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.932 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 232 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 9.197 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6.208, PCR–ტესტით – 2.989.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. გორის მე-10 საჯარო სკოლა კორონავირუსის გამო დღეიდან 15 მარტამდე სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, აცნობეს Sputnik-საქართველოს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
მე-10 საჯარო სკოლაში ახალი კორონავირუსი სკოლის პედადაგოგსა და ადმინისტრაციის წარმომადგენელს გამოუვლინდა.
კიდევ ერთი სასწავლო დაწესებულება, რომელიც სწავლების დისტანციურ ფორმატზე ანალოგიური მიზეზით ხვალიდან უნდა გადავიდეს, გორის მე-2 საჯარო სკოლაა.
აქ კორონავირუსი პედაგოგს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელსა და ერთ მოსწავლეს გამოუვლინდათ,
სკოლამ უკვე მიმართა დისტანციურად სწავლებაზე გადასვლის თაობაზე გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში საკლასო ოთახებში სწავლა აქაც 15 მარტიდან განახლდება.
ორივე სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები პედაგოგებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების შედეგად დაფიქსირდა.
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 8 მარტიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება.
როგორც რესურსცენტრში განმარტეს, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემთხვევაში დადმინისტრაციის თანამშრომლებს არდადეგების პერიოდში დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ.
საქართველოში მოსწავლეების დიდი ნაწილი საკლასო ოთახებს დაუბრუნდა, 12%-მა (35 732) კი სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება გადაწყვიტა. აღნიშნული რიცხვი სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენის შემთხვევაში იცვლება. როდესაც ონლაინ–სწავლებაზე კონკრეტული კლასი ან სკოლა გადადის, იმ მომენტში წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გასულ კვირაში კორონავირუსი მოსწავლეების 0,03%-ს და მასწავლებლების 0,1%-ს გამოუვლინდა.
ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლენის შედეგად დისტანციურ სწავლებაზე 11 სკოლა და 109 კლასი გადავიდა.
პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის პერსონალის სავალდებულო ტესტირება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე აქტიურად ხორციელდება რესურს-ცენტრების მხრიდან სკოლების მონიტორინგი.
მოსწავლეები საკლასო ოთახებს თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში 15 თებერვლიდან დაუბრუნდნენ. რაც შეეხება ბათუმს, ფოთს, ზუგდიდს, გორსა და თელავს, აღნიშნულ ქალაქებში მოსწავლეები სკოლებში 1 თებერვლიდან დადიან.
მშობლების გადაწყვეტილებით, მოსწავლეს სწავლის ონლაინ–რეჟიმში გაგრძელება შეუძლია. დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევნის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს, ხოლო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს – მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ნინი ბადურაშვილის ყოფილ ქმარს ირაკლი კუტალაძეს მეუღლე და მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს. მეორე ცოლთან ერთად ის გასული წლის ზაფხულში საქართველოშიც იმყოფებოდა მეგობრის ქორწილში.
View this post on Instagram
რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მან ყველასთვის მოულოდნელად მომღერალ ნინი ბადურაშვილზე იქორწინა. შემდეგ იყო სკანდალური განქორწინება და მას შემდეგ ირაკლი კუტალაძე ყურადღების ცენტრშია.
View this post on Instagram
ნინი ბადურაშვილის ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. ის 2012 წლის ოქტომბერში გათხოვდა ირაკლი კუტალაძეზე. ირაკლიმ და ნინიმ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ. თუმცა ხმები მათი დაშორების შესახებ ძალიან მალე გავრცელდა, რაც მალე ბადურაშვილის „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურიში გამოჩენამაც გაამყარა.
View this post on Instagram
ნინი ბადურაშვილი ქმარს 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა. ყველაფერს ფარდა მომღერლის მეუღლემ ირაკლი კუტალაძემ ახადა, როდესაც ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში სკანდალური განცხადებები გააკეთა. „ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები“, – ამბობდა ირაკლი.
მას შემდეგ, რაც ელენე გაიზარდა, როგორც ჩანს, წყვილს შორის ურთიერთობა დასტაბილურდა. ეს მომღერალმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუშიც აღნიშნა და განაცხადა, რომ მშობლების უთანხმოება შვილზე არ უნდა მოქმედებდეს, რომ მათი ურთიერთობა დასტაბილურდა, ირაკლი კარგი მამაა, ხშირად მიჰყავს ელენე მოსკოვში, ასევე დუბაიში, თავის ოჯახთან ერთად, თითქმის 3 წელია, ახალი ოჯახი ჰყავს – მეუღლე, შვილი და ელენეც ამ ახალ წელს მამასთან შეხვდა.
View this post on Instagram
ახლა ირაკლი კუტალაძეს მეორე მეუღლე და მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს. მეორე ცოლთან ერთად ის გასული წლის ზაფხულში საქართველოშიც იმყოფებოდა მეგობრის ქორწილში.
View this post on Instagram
მეუღლე – ირინა შინკარევა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს გოგონების ერთობლივ ფოტოებს, როგორც ჩანს, ელენეს დედინაცვალთან კარგი ურთიერთობა აქვს.
თბილისი, 1 მარტი - Sputnik. თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კვლავ გაახანგრძლივოს შეზღუდვა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ჩასულმა მოგზაურებმა უნდა წარადგინონ უარყოფითი ტესტი COVID-19-ზე. იუწყება ტურისტული ოპერატორების ასოციაცია.
ავიაკომპანიებისთვის დაგზავნილ დირექტივაში ნათქვამია, რომ ისინი ვალდებული არიან, თურქეთში მიმავალ თვითმფრინავში დაუშვან მხოლოდ ის ტურისტები, რომლებიც ამ დოკუმენტს წარუდგენენ.
წესები 26 მაისამდე იმოქმედებს.
აღნიშნულია, რომ კორონავირუსის ანალიზი უნდა გაკეთდეს არაუადრეს 72 საათისა რეისის აფრენამდე. ამასთან, ექვს წლამდე ბავშვებისთვის ტესტი კვლავაც არ არის საჭირო. ტესტის წარმოდგენის ვალდებულება არ გააჩნიათ ასევე სატრანზიტო მგზავრებს, რომლებიც მესამე სახელმწიფოებში მიემგზავრებიან.