მეტროს მგზავრები პირბადეებით

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: რომელ რეგიონში არ დაფიქირდა ვირუსი

406
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 357-ით გაიზარდა,  ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 265 557-ს მიაღწია.

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი 14 თებერვლისთვის შეადგენს 1,85%, ბოლო 14 დღის – 3,06%, ბოლო 7 დღის – 2,76%, ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება წინა დღეების მაჩვენებლებს, აღსანიშნავია, რომ 13 თებერვალს დადებითობის მაჩვენებელი 1,97% იყო, 12 თებერვალს 2,08%, ხოლო 11 თებერვალს - 2,54%. 

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 357 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 150 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი გურიაა. რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი – 49, გურია – 35, შიდა ქართლი – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 27, ქვემო ქართლი – 20, აჭარა – 19,  კახეთი – 19, მცხეთა-მთიანეთი – ორი, სამცხე-ჯავახეთი – ცხრა, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – არცერთი.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 652 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 258 093-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 9 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3 352-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 4 086 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1 948 ადამიანი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 875, აჭარაში – 170, იმერეთში – 446.

435 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა,  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 105 პირი, მათგან თბილისში – 70, აჭარაში- 5, იმერეთში – 12.

კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 238 ადამიანი. მათ შორის 126 – თბილისში, 98 – აჭარაში, 14 – იმერეთში.

1 900 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 212 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 103, ხოლო აჭარაში – 43.

თვითიზოლაციაში იმყოფება 11 979 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 675 პირი, აჭარაში – 629, იმერეთში – 1 394.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 337-ით გაიზარდა,  ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 265 557-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

406

ანტი-კომენდანტი: აქცია კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

18
შაბათს თბილისის საკრებულოს შენობასთან კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ რამდენიმე საათიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. დაწვრილებით - Sputnit-საქართველოს ვიდეოში იხილავთ

კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებს შორის ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც გასართობი დაწესებულებეის გახსნასა და საკომენდანტო საათის გაუქმებას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანის ბანერზე ეწერა „ანტი-კომენდანტი“.

აქციაში ასევე მონაწილეობდნენ მომღერლები, მუსიკოსები, ტურისტული სფერს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის პარტია „გირჩისა“ და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტივისტები.

აქცია თავდაპირველად უშუალოდ საკრებულოს შენობასთან დაიწყო, მოგვიანებით დემონსტრანტებმა ბანერებიანად წრიულ კუნძულზე წმინდა გიორგის ქანდაკების ძირში გადაინაცვლეს. მიტინგის დროს სატრანსპორტო მიმოსვლა შეიზღუდა, თუმცა არ გადაკეტილა. საავტომობილო მოძრაობას ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.

 

18
საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის წინააღმდეგ

თბილისის საკრებულოსთან კომენდანტის საათის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

47
(განახლებულია 20:23 06.03.2021)
მომიტინგეთა თქმით, მათ აქვთ „უსამართლობის შეგრძნება“, როდესაც ფანჯრებიდან გამვლელ მანქანებს უყურებენ, თავად კი სახლში ყოფნა უწევთ

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე რამდენიმე ათეული ადამიანი ღამის საათებში გადაადგილებაზე აკრძალვას აპროტესტებს.

Молодежная акция против ковид-ограничений в центре столицы Грузии 6 марта 2021 года
© Sputnik / Alexander Imedashvili
საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის წინააღმდეგ

აქცია ორგანიზებულია სოციალურ ქსელებში, მასში რიგითი თბილისელები მონაწილეობენ.

აქციის მონაწილეთა უმრავლესობამ აქციაზე მიიტანა პლაკატები წარწერებით „კომენდანტის საათი=ავტორიტარიზმი“, „თავისუფლება საშვით არ გაიცემა“, „გააუქმეთ კომენდანტის საათი“, „თავისუფლება შერჩევითი არ არის“.

„ჩვენ გვიჩნდება უსამართლობის შეგრძნება, როდესაც ფანჯრებიდან ვხედავთ გამვლელ მანქანებს, ჩვენ კი სახლებში ყოფნა გვიწევს“, - განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები დგანან წმინდა გიორგის მონუმენტის ირგვლივ და მათ უჭირავთ ბანერი წარწერით „თავისუფალი მიმოსვლის უფლება შეუზღუდავია“.

Молодежная акция против ковид-ограничений в центре столицы Грузии 6 марта 2021 года
© Sputnik / Alexander Imedashvili
საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის წინააღმდეგ

21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა - ერთ-ერთია იმ შეზღუდვებიდან, რომელიც პირბადეების ტარებასთან და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვასთან ერთად საქართველოში გაურკვეველი ვადით იმოქმედებს. ეპიდემიოლოგები ამ შეზღუდვას მოქალაქეთა მობილობის შემცირების სურვილით ხსნიან.

47