სასწრადო დახმარება

COVID-19 საქართველოში 14 თებერვლის მონაცემები

107
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 258.093  ადამიანი (ბოლო 24 საათში – 652), გარდაიცვალა – 3.352  (ბოლო 24 საათში – 9), კარანტინის რეჟიმშია 212, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.948 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 238 ადამიანი იმყოფება. 

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 357-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 265.557 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,85%, ბოლო 14 დღის - 3,06%, ბოლო 7 დღის - 2,76%.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 258.093  ადამიანი (ბოლო 24 საათში – 652), გარდაიცვალა – 3.352  (ბოლო 24 საათში – 9), კარანტინის რეჟიმშია 212, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.948 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 238 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 19.345 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12.173, PCR–ტესტით – 7.172.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

107
საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის წინააღმდეგ

თბილისის საკრებულოსთან კომენდანტის საათის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

40
(განახლებულია 20:23 06.03.2021)
მომიტინგეთა თქმით, მათ აქვთ „უსამართლობის შეგრძნება“, როდესაც ფანჯრებიდან გამვლელ მანქანებს უყურებენ, თავად კი სახლში ყოფნა უწევთ

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე რამდენიმე ათეული ადამიანი ღამის საათებში გადაადგილებაზე აკრძალვას აპროტესტებს.

Молодежная акция против ковид-ограничений в центре столицы Грузии 6 марта 2021 года
© Sputnik / Alexander Imedashvili
საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის წინააღმდეგ

აქცია ორგანიზებულია სოციალურ ქსელებში, მასში რიგითი თბილისელები მონაწილეობენ.

აქციის მონაწილეთა უმრავლესობამ აქციაზე მიიტანა პლაკატები წარწერებით „კომენდანტის საათი=ავტორიტარიზმი“, „თავისუფლება საშვით არ გაიცემა“, „გააუქმეთ კომენდანტის საათი“, „თავისუფლება შერჩევითი არ არის“.

„ჩვენ გვიჩნდება უსამართლობის შეგრძნება, როდესაც ფანჯრებიდან ვხედავთ გამვლელ მანქანებს, ჩვენ კი სახლებში ყოფნა გვიწევს“, - განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები დგანან წმინდა გიორგის მონუმენტის ირგვლივ და მათ უჭირავთ ბანერი წარწერით „თავისუფალი მიმოსვლის უფლება შეუზღუდავია“.

Молодежная акция против ковид-ограничений в центре столицы Грузии 6 марта 2021 года
© Sputnik / Alexander Imedashvili
საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის წინააღმდეგ

21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა - ერთ-ერთია იმ შეზღუდვებიდან, რომელიც პირბადეების ტარებასთან და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვასთან ერთად საქართველოში გაურკვეველი ვადით იმოქმედებს. ეპიდემიოლოგები ამ შეზღუდვას მოქალაქეთა მობილობის შემცირების სურვილით ხსნიან.

40
კარვები პარლამენტის წინ

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას ქართველი მედიკოსები შეუერთდნენ

67
პროტესტში მონაწილეობასთან ერთად, მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს ვაქცინაციის აუცილებლობა მოსახლეობისთვის

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. ქართველი მედიკოსების ნაწილი შეუერთდა ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების აქციას - პარლამენტის წინ ისინი გადაუდებელი დახმარების კარავ დადგამენ.

ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თბილისში, პარლამენტის წინ კარვები გაშალეს. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

„რამდენიმე დღეში ჩვენ დავდგამთ გადაუდებელი დახმარების კარავს, სადაც მუდმივად იქნებიან ექიმები და მედპერსონალი, რომლებიც მოქალაქეებს სამედიცინო დახმარებას გაუწევენ“, - განაცხადა ექიმმა სოფო ჯაფარიძემ.

სხვა მედიკოსმა განმარტა, რომ დახმარება სრულიად უსასყიდლო იქნება.

„ამით ჩვენი მოქალაქეების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა გვსურს“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, ექიმებმა, რომლებიც საპროტესტო აქციას შეუერთდნენ, კიდევ ერთხელ აღნიშნეს ვაქცინაციის აუცილებლობა მოსახლეობისთვის.

ვაქცინებთან დაკავშირებული სკანდალი მას მერე აგორდა, რაც ქვეყანამ ვერ მიიღო შეპირებული ვაქცინის (Pfizer) პირველი პარტია, რომელიც მედპერსონალის ასაცრელად იყო საჭირო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კი განაცხადა, რომ COVAX–პლატფორმამ საქართველოს ჩათვლით 18 ქვეყანა განსაზღვრა, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინას გამონაკლისის სახით მიიღებენ.

COVAX-პლატფორმის დახმარებით ვაქცინის 1,4 მილიონი დოზის მისაღებად საქართველომ წინასწარ 5,3 მილიონი დოლარი გადაიხადა. ვაქცინების ეს რაოდენობა მოსახლეობის 20%-ის - 700 ათასი ადამიანის ასაცრელად არის განკუთვნილი.

გაბუნიას თქმით, აგრეთვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვაქცინის დამატებითი დოზების შემოტანაზე. სულ საქართველოს 2,5 მილიონი დოზა სჭირდება.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძენ გუშინ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში შესაძლოა ინდოეთიდან იქ ვიზიტით მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილს ჩამოყვეს.

ტიკარაძე: ვაქცინის პირველი პარტია შესაძლოა ინდოეთიდან ალექსანდრე ხვთისიაშვილს ჩამოყვეს >>

ქვეყანაში უკვე შემოტანილია 50 ათასი სპეციალური შპრიცი, რომელიც აცრისთვის არის საჭირო. მობილიზებულია სპეციალური მაცივრები, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინის შესანახად არის საჭირო. ვაქცინაციის დასაწყებად მზად არის ცხრა სამედიცინო დაწესებულება. 

67
საპატრულო პოლიცია

ვანში მამაკაცმა პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა

0
გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული სანადირო თოფიდან თავის მოკვლას აპირებდა, შემდეგ კი ადგილზე მისული პოლიციის მისამართით სროლა დაიწყო

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. ვანში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პოლიციელს თავს დაესხა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 5 მარტს ვანის რაიონის სამმართველოში შეტყობინება შევიდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა. პოლიციამ მიღებული შეტყობინების შემდეგ შემთხვევის ადგილას გამოცხადდა. ადგილზე მყოფმა მამაკაცმა, რომელიც თავის მოკვლას სანადირო თოფით აპირებდა, ცეცხლი სამართალდამცველების მიმართულებით გახსნა, რა დროსაც ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი დაიჭრა.

დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ექიმებმა მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს. უწყების ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება ბრალდებულს, ის სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ასევე ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.

სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. 1980 წელს დაბადებულ ბრალდებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

0