საქართველოს სკოლებში შესაძლოა ბუფეტები და წრეები გაიხსნას

© photo: Sputnik / Stringerთელავის სკოლებში სწავლა დაიწყო
თელავის სკოლებში სწავლა დაიწყო - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2021
გამოწერა
საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები სკოლის კედლებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ორშაბათს, 15 თებერვალს დაუბრუნდებიან

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრო მსჯელობს სკოლებში 15 თებერვლის შემდეგ ბუფეტების და წრეების ფუნქციონირების აღდგენის საკითხზე, განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ.

ონლაინ–გაკვეთილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
მოსწავლეთა რამდენმა პროცენტმა გამოთქვა სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების სურვილი

ორშაბათიდან, 15 თებერვლიდან, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 1-12 კლასის მოსწავლეები თავიანთ მერხებს დაუბრუნდებიან. 5-12 კლასის მოსწავლეთათვის სასწავლო პროცესის დროს სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება. სსსმ მოსწავლეები სკოლაში პირბადეების ტარებისგან თავისუფლდებიან.

„ჩვენ გვინდა, რომ ეტაპობრივად სკოლამ და მოსწავლეებმა მიიღონ დამატებითი სხვა სერვისებიც, რომელიც ჩვეულ რეჟიმში სასწავლო პროცესის დროს მიმდინარეობდა. მინდა, ვისაუბრო სკოლის ბუფეტებზე და სხვა არაფორმალური განათლების წრეებზე, რომელიც არსებობდა. საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად, სამინისტრო განიხილავს და ეტაპობრივად მოახდენს სხვადასხვა სერვისის დაბრუნებას სასწავლო პროცესში“, – აცხადებს დგებუაძე.

დასწრებული სწავლება საქართველოს მასშტაბით ორშაბათს, 15 თებერვალს დაიწყება. ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, გორისა და თელავის მოსწავლეები სკოლებს 1 თებერვალს დაუბრუნდნენ.

განათლების სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს მშობლებს, რომ მათ ეძლევათ შესაძლებლობა – გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. აღნიშნული მიდგომა მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლებს ეხება. ამ არჩევანით სარგებლობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუძლიათ.

ყველა ახალი ამბავი
0