ტესტირება კორონავირუსზე

ქვეყნის მასშტაბით მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება მიმდინარეობს

117
იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი კლასებში განახლდება, ყოველ ორ კვირაში ერთხელ მასწავლებლების ტესტირება მოხდება

თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო ტესტირება კორონავირუსზე გრძელდება, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. მთავრობაში განმარტავენ, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ვადაზე ადრე შემსუბუქება ქვეყანაში კოვიდ-ინფექციის გავრცელების კლებამ გამოიწვია.

უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლის მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ს ყოველ ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო სისტემატური PCR ტესტირება ჩაუტარდება, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები ე. წ. სწრაფი ტესტით მოწმდებიან. ტესტირების პროცესი 11 თებერვალს დაიწყო.

ტესტირების პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.

სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლის ადმინისტრაცია სკოლაში დასაქმებულ ყველა პირს არეგისტრირებს ბმულზე https://labour.moh.gov.ge, ხოლო სამედიცინო ლაბორატორიების მიერ პერსონალის ტესტირების პროცესი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ჩართულობით მიმდინარეობს.

უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით, სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება. სკოლები უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალებით.

სკოლებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები განახლდა: რა შეიცვალა პროტოკოლში >>

უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი პირველ სემესტრშიც დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

117
სასწრაფო დახმარება

COVID-19 საქართველოში 6 მარტის მონაცემები

10
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 266.344 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 91), გარდაიცვალა – 3.567  (ბოლო 24 საათში – 4), კარანტინის რეჟიმშია 312, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.387 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 142 ადამიანი იმყოფება. 

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 355-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 272.617-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 266.344 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 91), გარდაიცვალა – 3.567  (ბოლო 24 საათში – 4), კარანტინის რეჟიმშია 312, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.387 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 142 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 19.737, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12.307, PCR ტესტით - 7.430.

დადებითობის მაჩვენებელი:  დღიური - 1,8%, ბოლო 14 დღის - 1,6%, ბოლო 7 დღის - 1,44%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

10
ვაქცინაცია

ტიკარაძე: ვაქცინის პირველი პარტია შესაძლოა ინდოეთიდან ალექსანდრე ხვთისიაშვილს ჩამოყვეს

16
(განახლებულია 10:41 06.03.2021)
ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოებულ მოლაპარაკებებზე ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელიც, მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ ვრცელდება

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში შესაძლოა ინდოეთიდან იქ ვიზიტით მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილს ჩამოყვეს, ამის შესახებ „პირველი არხის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი ვიზიტების დღის წესრიგი არ საჯაროვდება.

„ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი და არ შეგვიძლია, გავაჟღეროთ ის მოლაპარაკებები, რომელიც მიმდინარეობს, ვინაიდან პირველი, რასაც ხელს ვაწერთ, არის გაუთქმელობის ხელშეკრულება და აქედან გამომდინარე, ასე საჯაროდ სამთავრობო ვიზიტებიც ვერ ხორციელდება, ვინაიდან ამ გაუთქმელობის ხელშეკრულებასთან წინააღმდეგობაში მოვდივართ...ბატონი ალექსანდრე სწორედ ამიტომ არის ინდოეთში და ის რაოდენობა, რომელიც თავდაპირველად გვაქვს შეკვეთილი, შეიძლება, მასთან ერთად ჩამოვიდეს საქართველოში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

გარდა ამისა, მისი თქმით, ვაქცინებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩინეთთან მიმდინარეობს.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთის ორი ვაქცინა მოლოდინის რეჟიმშია და ისინი ჯანმოს მხრიდან სულ მალე მიიღებენ ავტორიზაციას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი გარანტი იქნება, რომ ეს ვაქცინები უსაფრთხო იქნება და საქართველო თავის მოქალაქეებს ხელმისაწვდომობის საშუალებას ჩინურ ვაქცინაზეც მისცემს. ჩვენ ვიცით, რომ ჩინური ვაქცინა არის ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული და არ გამოვრიცხავ, მასზე ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყოს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა საბოლოო გადაწყვეტილებებს ელოდება, რის შემდეგაც ჩინეთში სამთავრობო ვიზიტი გაიმართება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადრე ჩინური ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე საუბარი ნაკლებად იყო, თუ ჯანმო ვაქცინაციას ავტორიზაციას მიანიჭებს, ასეთი ვაქცინა საქართველოში შემოვა.

„მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვამბობ, რომ საქართველოში შემოვა მხოლოდ მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზებული და აღიარებული ვაქცინა. მე იქ არ მქონდა განსაზღვრება, რომ ჩინურის გამო არ შემოვა. აქ მნიშვნელოვანი არის სანდოობა და ავტორიზაცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელის სახელმწიფოსთანაც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანია ასევე ახალგამოჩენილი „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა, რომელიც ერთდოზიანია და შეიძლება, ისიც საკმაოდ პოპულარული ვაქცინა გახდეს, ვინაიდან მას მყისიერი ეფექტი ექნება, რაც ხშირ შემთხვევაში, ადამიანთა არჩევანს განაპირობებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

COVAX–პლატფორმის მეშვეობით ქვეყანაში Pfizer-ის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო და ქვეყანას მედპერსონალის ვაქცინაცია უნდა დაეწყო. მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანა მარტისთვის გადაიდო. ამასთან, ქვეყანაში უკვე შემოტანილია 50 ათასი სპეციალური შპრიცი, რომელიც აცრისთვის არის საჭირო. მობილიზებულია სპეციალური მაცივრები, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინის შესანახად არის საჭირო. ვაქცინაციის დასაწყებად მზად არის ცხრა სამედიცინო დაწესებულება. 

ადრე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ COVAX–პლატფორმამ საქართველოს ჩათვლით 18 ქვეყანა განსაზღვრა, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინას გამონაკლისის სახით მიიღებენ. სავარაუდოდ, ეს 22 მარტის კვირაში მოხდება. საუბარია პირველ პარტიაზე - 29 250 დოზაზე, რომელიც კოვიდინფიცირებულებთან უშუალო კონტაქტში მყოფი მედპერსონალის ვაქცინაციას მოხმარდება.

 

16