ვითარება გზებზე: ნაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

© Sputnik / STRINGERზამთრის გზები
ზამთრის გზები - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2021
გამოწერა
დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უფლისციხე - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
უფლისციხესთან მისასვლელ გზაზე ახალი ხიდი შენდება

უწყების ცნობით, ინტენსიური თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე (ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-60-ე კმ მონაკვეთი) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია გზის დანარჩენ მონაკვეთებზეც, აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0