სკოლების დეზინფექცია

სსსმ მოსწავლეები სკოლაში პირბადის ტარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან

849
(განახლებულია 16:10 12.02.2021)
საქართველოს მასშტაბით საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდება – მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება აუცილებელია

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები სკოლაში პირბადის ტარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან, განაცხადა ბრიფინგზე განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ. 

კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ სსსმ მოსწავლეს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება, უფლება აქვს  სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს. ამისთვის მშობელმა სკოლას შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს.

განათლების სამინისტროს ახალი რეგულაციების თანახმად, V-XII კლასების მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულოა.

დგებუაძე 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლების თემას შეეხო და აღნიშნა, რომ იგი უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოში გაგრძელდება.

მისი თქმით, სამინისტრომ უკვე გაუგზავნა ყველა სკოლას განახლებული რეკომენდაციები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები კი სიახლეების შესახებ მშობლების ინფორმირებას უზრუნველყოფენ.

ამ დროისთვის როგორც კერძო ისე საჯარო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციის პერსონალის აქტიური ტესტირება ხორციელდება.

დგებუაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებები ყველა საჭირო რესურსითაა აღჭურვილი, დაცულია სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები. ამ მიმართულებით რესურს–ცენტრები სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებენ და ადგილზე ეცნობიან არსებულ ვითარებას. 

განათლების სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს მშობლებს, რომ მათ ეძლევათ შესაძლებლობა – გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. აღნიშნული მიდგომა მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლებს ეხება. ამ არჩევანით სარგებლობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუძლიათ.

ამასთან, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკ-ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, სკოლის ადმინისტრაციაში განაცხადონ მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების სურვილის თაობაზე.

თუ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდება, ამოქმედდება წერტილოვანი შეზღუდვები. ამ შემთხვევაში სკოლამ ჯანდაცვის ადგილობრივ ცენტრს უნდა მიმართოს, სადაც გადაწყვეტილებას მიიღებენ დისტანციურ სწავლებაზე მთელი სკოლა თუ კონკრეტული კლასი უნდა გადავიდეს.

დისტანციური სწავლების მსურველთა რეგისტრაცია ყოველ ოთხშაბათს  ვებ-გვერდზე online.emis.ge მოხდება,  მშობლებს ასევე შეუძლიათ განცხადებით სკოლის ადმინისტრაციას მიმართონ.

849
თემები:
განათლება საქართველოში (404)
ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში 15 აპრილის მონაცემები

11
(განახლებულია 10:54 15.04.2021)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 279.389 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 706), გარდაიცვალა – 3.908 (ბოლო 24 საათში – 7), კარანტინის რეჟიმშია 155, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.616 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 394 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.030-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 292.244-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 279.389 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 706), გარდაიცვალა – 3.908 (ბოლო 24 საათში – 7), კარანტინის რეჟიმშია 155, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.616 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 394 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 32.801 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20.919, PCR–ტესტით – 11.882.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,14%, ბოლო 14 დღის - 2,68%, ბოლო 7 დღის - 2,82%

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

11
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ეპიდემია საქართველოში

მთავარმა ეპიდემიოლოგმა კორონავირუსის გავრცელების სამი ცხელი წერტილი დაასახელა

11
(განახლებულია 09:20 15.04.2021)
ბოლო ინფორმაციით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 291 ათასს აჭარბებს, გამოჯანმრთელდა 278 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 3.901 პაციენტი.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. კორონავირუსის მესამე ტალღამ, პრაქტიკულად, მთლიანი საქართველო მოიცვა, თუმცა, ყველაზე ცხელ წერტილს თბილისი, სამეგრელო–ზემო სვანეთი და აჭარა წარმოადგენს, განაცხადა დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

გამყრელიძის თქმით, ზრდის დინამიკა ყველგან შეიმჩნევა, თუმცა, დამატებითი შეზღუდვების შემოღების საკითხი ჯერ არ განიხილება.

 „ჩვენ ყველა ვცდილობთ, რომ ქვეყანაში მძიმე ლოკდაუნის შემოღება თავიდან ავირიდოთ. ეს ძალზე რთული გამოცდა იქნება როგორც ადამიანებისთვის, ისე ეკონომიკისთვის. ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ეს და დავიცვათ რეკომენდაციები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგის განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების გამოვლენილი 18–ვე კლასტერი დიდ თავყრილობებთან არის დაკავშირებული.

გამყრელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა თუ რა სარგებლობა მოაქვს კორონავირუსთან ბრძოლაში „კომენდანტის საათს“, რომელიც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს. მისი თქმით, გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვა მობილობას ამცირებს, რაც ეპიდსიტუაციაზე აისახება.

როგორც მთავარი ეპიდემიოლოგი აცხადებს, თუ რესტორნები უქმეებზე იმუშავებენ და „კომენდანტის საათი“ გაუქმდება, ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველომ Pfizer–ის ვაქცინის მილიონი დოზა ოფიციალურად უკვე შეუკვეთა, თუმცა, როდის მიიღებს ქვეყანა აღნიშნულ პრეპარატს, ჯერჯერობით, უცნობია. მისი თქმით, ივნისში საქართველო Pfizer–ის ლიმიტირებულ დოზას მიიღებს.

საქართველოში პრეპარატ  AstraZeneca–თი ვაქცინაცია 15 მარტიდან, Pfizer–ით კი 30 მარტიდან დაიწყო.

11
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები