COVID-19: სამეგრელოში კორონავირუსმა 71 წლის მამაკაცი იმსხვერპლა

© photo: Sputnik / Alexey Kudenkoწვეთოვანი
წვეთოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
გამოწერა
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 60 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი. საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 77 ადამიანი.

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

ლეტალური შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით დაფიქსირდა. გუდაუთის მკვიდრი 71 წლის მამაკაცი რუხის კლინიკაში მკურნალობდა. 

რეგიონის მასშტაბით არსებულ ექვს კოვიდ–ცენტრში 183 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
COVID-19 საქართველოში – 12 თებერვლის მონაცემები

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 53 კოვიდ-პაციენტი გადის – ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება 37 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა სამი. ფოთის კლინიკაში იმყოფება 35 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ოთხი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 19 პაციენტი მკურნალობს. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 12 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 27 პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 507-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 264.665-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0