პროტესტი ტყიბულში: მეშახტეები შახტიდან ამოსვლაზე უარს აცხადებენ

© Pixabay / hangelaშახტა
შახტა - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
გამოწერა
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მეშახტეები შრომის გაუსაძლისი პირობების გასაპროტესტებლად რადიკალურ ზომებს მიმართავენ

თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. ტყიბულის ძიძიგურის სახელობის შახტის 15-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად შახტიდან  ამოსვლაზე უარს აცხადებს, იუწყება პირველი არხი.

მაღაროელი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2020
ტყიბულის შახტი მუშაობას განაახლებს: რაზე დაითანხმა კომპანიამ მაღაროელები

პროტესტის ამ ფორმას კომპანია „საქნახშირში“ დასაქმებულებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც ადმინისტრაციამ მათი მოთხოვნა ხელფასის მომატების შესახებ არ დააკმაყოფილა.

მეშახტეების პროტესტს ადმინისტრაციაც ადასტურებს და აცხადებს, რომ მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„მეშახტეები ამ დროისთვის პროტესტს გამოთქვამენ  გაუსაძლის სამუშაო პირობებსა და დაბალ ხელფასებთან დაკავშირებით და  კომპანიის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ამ ეტაპზე თითოეულს დღეში 45 ლარი ერიცხება, რაც მათთვის მიუღებელია. ვიმედოვნებთ, ხელფასი გონივრულად გაიზრდება“, – განაცხადა პროფკავშირის წარმომადგენელმა ონისე საპანაძემ.

დღეს ტყიბულში ორი შახტია - მინდელის და ძიძიგურის. დანარჩენი 25 კარიერი 2018 წლის ივლისიდან, მესამე ტრაგედიის შემდეგ, არ მუშაობს.

2018 წლის 5 აპრილს ექვსი მეშახტე დაიღუპა, 2018 წლის 2 ივნისს - ორი, 2018 წლის 16 ივლისს კი - ოთხი. მათი გარდაცვალების მიზეზი სხვადასხვაა - მეთანის აფეთქება, კედლების ჩამოშლა.

მას შემდეგ, რაც გერმანულმა კომპანიამ რისკები შეაფასა, 2019 წლის ოქტომბერში მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებმა მუშაობა განაახლეს ახალი ინვესტორის - ქართულ-უკრაინული კომპანიის Coal of Georgia ხელმძღვანელობით.

ყველა ახალი ამბავი
0