„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 11 თებერვალს

© Sputnik / Alexander Imedashviliთელასი
თელასი - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 11 თებერვალს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა, შეშელიძის და წყალსადენის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ტოროშელიძის, ავთანდილ ღოღობერიძის და ღრმაღელის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ბერიტაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორაძის და მაყაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0