თანამედროვე სტანდარტების მეტროს სადგური: „გოცირიძის“ რეკონსტრუქცია სამ თვეში დასრულდება

© Sputnik / STRINGERმეტრო
მეტრო - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
მეტროს სადგური „გოცირიძე“ დაგეგმილი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო მიმდინარე წლის 8 თებერვალს არ გახსნილა.

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. მეტროს სადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები სამ თვეში დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

მეტროს მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
მეტროს სადგური „გოცირიძე“ მგზავრებს ვერ მოემსახურება: მერიის განცხადება

მეტროს სადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პროექტი 2020 წლის აგვისტოში დაიწყო. რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმება სადგურის ბაქანის სრულად გადახურვა, მოხდება სადგურის ადაპტაცია შშმ პირთათვის, დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა სპეციალური ბილიკები.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვესტიბიულის კაპიტალური რემონტი და ბაქნის გადახურვის სამუშაოები ხორციელდება. ბაქნის მდგრადობასა და შემდგომი ექსპლუატაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. აღნიშნული დასკვნის შესაბამისად გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯებიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების მომსახურების ოთახები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად გამოიცვლება სადგურის ელექტროსისტემა.

მეტროს სადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიონ ლარს შეადგენს.

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.

ყველა ახალი ამბავი
0