ზემო ლარსი დღეს: გუდაური-კობის მონაკვეთზე სატვირთოების მოძრაობა აღდგა

© Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთო გზაზე
სატვირთო გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2021
გამოწერა
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ყველაზე რთულ მონაკვეთზე მოძრაობა დაშვებულია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავ გვირაბებში.

თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის დეპარტამენტის განცხადებაში.

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების შეზღუდვა თოვლისა და ლიპყინულის გამო გუშინ დაწესდა. ამჟამად ამ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავ გვირაბებში.

გზის გაწმენდა სპეცტექნიკით - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
ვითარება გზებზე: რა შეზღუდვები მოქმედებს გუდაური–კობის მონაკვეთზე

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში ცალმხრივადაა დაშვებული.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0