ვაზიანის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის გახსნის ცერემონია გაიმართა

© photo: Giorgi Margvelashvili / FBსამხედროები
სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
გამოწერა
GDRP სამთვიანი წვრთნისა და მზადყოფნის პროგრამაა, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის არსებულ მტკიცე თანამშრომლობას.

თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) გახსნის ცერემონიას უხელმძღვანელა, ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნა ვაზიანში - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2018
„ჰოჰენფელსის“ ანალოგი - საქართველოში საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნა

GDRP – ესაა აშშ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო-ხელშეკრულების ნაწილი. GDRP საქართველოს თავდაცვის სისტემის შემდგომ მოდერნიზებაში ხელშეწყობას ითვალისწინებს.

„პროგრამის ფარგლებში ქვედანაყოფის დონეზე ჩატარდება წვრთნები და საცეცხლე ვარჯიშები, რაც საქართველოს 22-ე ქვეით ბატალიონს საკუთარი ქვეყნის თავდაცვისა და მსოფლიოს გარშემო საერთაშორისო მისიების მხარდასაჭერად საბრძოლო ოპერაციების ჩასატარებლად მოამზადებს“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს. პროგრამის მიზანი საქართველოს შიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაა. 

2018 წლის მაისში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიხსნა გერმანული ჰოჰენფელსის ბაზის ანალოგიური საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC), რომელიც GDRP-ს ფარგლებში ქართველი სამხედროების გადამზადებისთვის არის განკუთვნილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0