ისრაელში საქართველოს საელჩო თანამემამულეებს აფრთხილებს

© AP Photo / Oded Baliltyორთოდოქსი ებრაელები პირბადეებში
ორთოდოქსი ებრაელები პირბადეებში - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
გამოწერა
მოქალაქეებს ქვეყანაში შესასვლელად სპეციალური ნებართვის მიღება მოეთხოვებათ, ყველა მგზავრი სავალდებულო კარანტინს ექვემდებარება.

თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრები თანამემამულეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. 

ტურისტები პანდემიის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2021
საელჩო: ისრაელიდან ტურისტების უსწრაფეს მიღებაზე ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს

უწყების ცნობით, ისრაელის ტერიტორიაზე შესასვლელად აუცილებელია სამთავრობო კომისიის მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა ფრენის შესახებ.

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 5 თებერვლის 07:00 საათამდე ქვეყნის საზღვრები სრულად ჩაკეტილი იქნება. ამასთან, შეზღუდვები რეგულარულ ფრენებსა და სახმელეთო საზღვრის კვეთაზე იმოქმედებს 7 თებერვლის შუაღამემდე.

საელჩოს ინფორმაციით, ყველა მგზავრი ვალდებულია კოვიდ–სასტუმროში 12-დღიანი კარანტინი გაიაროს. გარდა ამისა, ძალაში რჩება ადრე დამტკიცებული ყველა შეზღუდვა.

ისრაელში რიგით მესამე საყოველთაო კარანტინი 8 იანვარს დაიწყო. დაკეტილია ყველა სავაჭრო ცენტრი, მუშაობს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები. აკრძალულია სტუმრად მისვლა. არ მუშაობს სპორტული დარბაზები, მუზეუმები, ბაზრობები, სილამაზის სალონები და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0