კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ბოლო დღე-ღამის მონაცემები

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 742-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 255.564-ს მიაღწია.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 742 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 340 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 89, კახეთი – 75, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 70, შიდა ქართლი – 49, აჭარა – 33, ქვემო ქართლი – 31, გურია – 21, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.081 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 245.527-მდე გაიზარდა.

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში – 27 იანვრის მონაცემები

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 12 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.108-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 6.903 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.842 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1.395, იმერეთში – 564, აჭარაში – 214.

670 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 177 პირი. აქედან თბილისში – 134, იმერეთში – 20, აჭარაში – 1.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 347 ადამიანი, მათ შორის 174 – თბილისში, 121 – აჭარაში, 15 – იმერეთში, ხოლო 3.714 პირი მკურნალობს ბინაზე.

პოლიცია პირბადის ტარების წესს აკონტროლებს - Sputnik საქართველო
ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 497 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 204, აჭარაში – 90, ხოლო იმერეთში – 9.

თვითიზოლაციაში იმყოფება 17.915 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11.231 პირი, იმერეთში – 1.689, აჭარაში – 887.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 742-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 255.564-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0