Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შვილი რომ გყავს, მართალია თუ ჭორი?“ – ნუცა ბუზალაძის ემოციური პასუხი თაყვანისმცემელს

© Photo: Nutsa Buzaladze / FBნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული მომღერალი „ფოლოვერების“ კითხვებს პასუხობს. მორიგი სკანდალური თემა და შემსრულებლის გულისამაჩუყებელი პასუხი.

ნუცა ბუზალაძეს, ისევე, როგორც ცნობილი ვარსკვლავების უმეტესობას, პირად ცხოვრებაზე საუბარი არ ხიბლავს. შეუდარებელი მომღერალი წლების მანძილზე ურთიერთობებზე საუბარს თავს არიდებდა ან საგულდაგულოდ მალავდა. ეს მანამდე გრძელდებოდა, სანამ თავად არ გადაწყვიტა შეყვარებულის გამოჩენა. ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე ნუცა მამაკაცის ფოტოებს აქვეყნებდა, თუმცა სახეს მუდამ უმალავდა.

ცნობილია, რომ ჭორ-მართალი უსაფუძვლოდ არ ჩნდება. ნუცა ბუზალაძეს დამაინტრიგებელი კითხვა ერთ-ერთმა ხელმომწერმა დაუსვა, რაც მის პირად ცხოვრებას ეხება. ნუცა ბუზალაძე ფეხმძიმობის დამალვაში დაადანაშაულეს. მომღერალმა სკანდალურ ინფორმაციას ხუმრობით უპასუხა. „შვილი რომ გყავს, მართალია თუ ჭორი?“ – ჰკითხა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა. ნუცამ პასუხი არ დააყოვნა და აღნიშნა, რომ ბავშვები ძალიან უყვარს. „ვა, ეგ ჭორი ჯერ არ გამიგია. არ მყავს, მაგრამ ბავშვები ძალიან მიყვარს!“ – აღნიშნა ნუცამ.

წლების მანძილზე ახალგაზრდა მომღერლის პირადი ცხოვრების შესახებ ცნობები არ ვრცელდებოდა, მანამ, სანამ თავად არ მოისურვა სიყვარულის გაზიარება. ნუცა ბუზალაძე შეყვარებული იყო. მისი რჩეული მომღერალს დიდ დროს უთმობდა და წყვილი საჯარო სივრცეებში ხშირად ჩნდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს სასიყვარულო დუეტიც დაიშალა.

„იცით რას ნიშნავს ექს-შეყვარებული? მადლობა გამოცდილებისთვის, შენი დრო ამოიწურა. ახლა გადი ჩემი ცხოვრებიდან, რათა შენზე უკეთესმა შემოაბიჯოს“, – ეს ინგლისურენოვანი ვიდეო ნუცამ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. მოულოდნელი მესიჯებით TikTok-ის ეს ვიდეო მხოლოდ ერთზე შეიძლება მეტყველებდეს – ნუცა ბუზალაძე სპორტსმენ შეყვარებულს დაშორდა.

ყველა ახალი ამბავი
0