მდინარე მტკვარზე დასუფთავების აქცია მიმდინარეობს

© courtesy of Miho Neimanმდინარე მტკვარი
მდინარე მტკვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული აქცია მომდევნო დღეებშიც, ტერიტორიის სრულ დასუფთავებამდე გაგრძელდება, განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა რომეო მიქაუტაძემ.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელ მდინარე მტკვარს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან წმენდენ, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2". 

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება - Sputnik საქართველო
კრწანისის ტყე-პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა

დასუფთავების აქცია ითვალისწინებს პოლიეთილენის პარკებისა და პლასტმასის ბოთლებისგან მდინარის გაწმენდას. ამ დროისათვის უკვე გაწმენდილია მტკვრის მარცხენა სანაპირო.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობენ შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

„თბილისის მერის დავალებით მდინარე მტკვრის დასუფთავების სამუშაოები წლის განმავლობაში რამდენჯერმე ხორციელდება. როგორც ხედავთ, ხდება მდინარის გაწმენდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან“, – განაცხადა კომპანია „თბილსერვის ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა რომეო მიქაუტაძემ.

მდინარე მტკვარი საქართველოსა და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი მდინარეა, რომელიც სამი სახელმწიფოს საზღვრებში მიედინება. იგი სათავეს თურქეთში იღებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით საბოლოოდ კასპიის ზღვას ერთვის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

მდინარის აუზის ფართობი 188 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. მდინარის მთლიანი სიგრძე 1,5 ათას კილომეტრზე მეტია. საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის სიგრძე 390 კილომეტრია.

ყველა ახალი ამბავი
0