პოლიცია წესების დაცვას აკონტროლებს

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

61
(განახლებულია 17:01 22.01.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 769 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის  105 პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 664 ფიზიკური პირია დაჯარიმებული.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

61
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (515)
გალის რაიონი

ტესტი კარანტინის ნაცვლად აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის შეზღუდვები მსუბუქდება

3
(განახლებულია 16:57 14.04.2021)
ამ დრომდე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლისას ჯერ 14–დღიანი, შემდეგ კი ხუთდღიანი კარანტინი მოქმედებდა.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის მოქმედ რეგულაციებს ცვლის – ხუთდღიანი კარანტინის ნაცვლად, ისინი ტესტირებას დაექვემდებარებიან.

აღნიშნული ნორმა 19 აპრილიდან ამოქმედდება.
ანტიგენზე ტესტის ჩატარებასთან ერთად, ამ რეგიონების მცხოვრებლებს, რომლებიც მიეკუთვნებიან იმ ასაკობრივ კატეგორიებს, რომელთაც ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ეძლევათ იმუნიზაციის პროცესში ჩაერთონ. 

იმ პირებს, რომლებიც კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინის ორ დოზას გაიკეთებენ, საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლისას ტესტის ჩატარება აღარ დასჭირდებათ.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წ ვაქცინაციის გაფართოების გეგმა წარადგინა.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, ადრე 14-დღიანი კარანტინი მოქმედებდა, რომელიც მოგვიანებით 5-დღიანი ვადით შეიცვალა. მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის – პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის კი ახლა სავალდებულო კარანტინი საერთოდ უქმდება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს სწორად ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მოერიდონ თავშეყრის ადგილებს.

3
ხატია შამუგია

„ამ კომპანიაში გავატარე 12 წელი...“ - რატომ გაუშვეს სამსახურიდან ხატია შამუგია

63
(განახლებულია 16:03 14.04.2021)
ხატია შამუგიამ გაამხილა, რატომ აღარ არიც ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის სახე, სადაც ცხოვრების 12 წელი გაატარა

პარფიუმერიის ჯადოსნური სამყარო, ცნობილი პიარ-ტექნოლოგის ხატია შამუგიას გარეშე, საქართველოში წარმოუდგენელია. ის წლების მანძილზე იყო, კომპანია „ისი პარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თუმცა 12 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ სამსახურიდან გაუშვეს.

სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლების მიზეზებზე ხატიამ გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან” ისაუბრა.

„ერთად გავიზარდეთ მე და ეს კომპანია. მართლა ბევრი რაღაც გავაკეთე ამ კომპანიაში. 12 წელი ანაზღაურების გამო ვერ იმუშავებ. ძალიან მიყვარდა ეს კომპანია. სამსახურივით არ იყო ჩემთვის. ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რომელთანაც ყველაზე ახლოს ვიყავი, მან მითხრა, სხვა ფორმატში უნდა გავაგრძელოთ შენთან ურთიერთობაო. თუმცა არ დავინტერესებულვარ”, – განაცხადა ხატია შამუგიამ ლელა წურწუმიას გადაცემაში სტუმრობისას.

ხატიამ გადაცემაში სტუმრობისას ისიც თქვა, რომ ის ხალხის გამოხმაურებამ წამოაყენა ფეხზე, რომელიც მისი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა.

„მივხვდი 43 წელი ტყუილად არ მიცხოვრია. საერთოდ დამავიწყდა ეს კომპანია. ისეთი კომენტარები და სითბო იყო ადამიანებისგან”, – განაცხადა ხატიამ.

ხატია შამუგიამ ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელის პირად გვერდზე ცოტა ხნის წინ, ახალი სამსახურის შესახებ დაწერა. ის პრესტიჟული სტომატოლოგიური კლინიკის „კახა ხარებავას კლინიკის” პიარის და საზოგადოების ურთიერთობის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

63
თემები:
ქართველი სელებრითები