ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში 22 იანვრის მონაცემები

140
(განახლებულია 16:58 22.01.2021)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 238.737 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 636), გარდაიცვალა – 3.022 (ბოლო 24 საათში – 24), კარანტინის რეჟიმშია 523, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.367 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 479 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 903-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 251.974-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 238.737 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 636), გარდაიცვალა – 3.022 (ბოლო 24 საათში – 24), კარანტინის რეჟიმშია 523, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.367 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 479 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 14.827 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7.997, PCR ტესტით – 6.830.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

140
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (514)
ტურისტები

საქართველო ინდოელი ვიზიტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესებს ამკაცრებს

24
(განახლებულია 16:29 14.04.2021)
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 13,9 მლნ–ს მიაღწია. ქვეყანა აშშ–ის შემდეგ ვირუსის გავრცელებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველო ინდოეთიდან ვიზიტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესებს ამკაცრებს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში

ადრე მოქმედი წესებით, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს საზღვრის უპირობოდ გადმოკვეთა შეეძლო იმ შემთხვევაში, თუ იგი წარმოადგენდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელ დოკუმენტს.

15 აპრილიდან კი ეს წესი აღარ გავრცელდება ინდოეთიდან ჩამოსულ პირებზე. მათ საზღვარზე უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი. ინდოეთიდან ჩამოსული პირები ასევე ვალდებული იქნებიან ქვეყანაში ჩამოსვლიდან მესამე დღეს განმეორებითი PCR–ტესტი გაიკეთონ.

გარდა ამისა, დადგენილების თანახმად, ინდოელ სტუდენტებს საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ ჩარტერული რეისებით შეეძლებათ.

ინდოეთში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება გაუარესდა – ბოლო 24 საათში ქვეყნაში ინფიცირების 184.372 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მსოფლიოში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. გასულ დღე–ღამეში ინფექციამ 1.027 ადამიანი იმსხვერპლა.

 

24
ბესო ზანგური

„ჩემი თვალით ვნახე, ბესო ზანგური როგორ სცემდა აუდიტორიაში...“ - კიდევ ერთი ახალი ბრალდება

70
(განახლებულია 15:52 14.04.2021)
მსახიობ ბესო ზანგურის მისამართით კიდევ ერთი ახალი ბრალდება ხდება ცნობილი. მსახიობი ელენე მაცხონაშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ ფაქტს აქვეყნებს

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. მსახიობების და ყოფილი ცოლ-ქმრის ბესო ზანგურის და ნინუცა მაყაშვილის სკანდალის გარშემო, საზოგადოების ვნებათაღელვა ამ დრომდე არ წყდება. სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა მსახიობმა ელენე მაცხონაშვილმა, რომლის თქმით, ზანგურმა ფიზიკურად შეყვარებულზე თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის დროსაც იძალადა.

მსახიობი წერს, რომ ბევრი წლის წინ თავად შეესწო ბესო ზანგური როგორ სცემდა (თავისივე შეყვარებულ) გოგოს აუდიტორიაში და უმოწყალოდ, რომელიც ხელიდან ძლივს გამოგლიჯეს.

მსახიობი ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე, ნინუცა მაყაშვილზე ძალადობას უარყოფს. ზანგური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ეს გადაცემაში 5 ათასი ლარის მისაღებად მოგონილი ტყუილია და მზად არის გამოძიებას კითხვებზე პასუხები გასცეს.

ფაქტს გამოეხმაურა რუსთაველის თეატრიც. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თეატრი ძალადობას გმობს. განსხვავებული პოზიცია აღმოაჩნდა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს რობერტ სტურუას . „ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!" - წერს რეჟისორი.

12 აპრილს, გადაცემა „ფარულ კონვერტში“ 33 წლის მსახიობმა გაიხსნენა 11 წლის წინანდელი ფაქტები, როდესაც მისი თქმით, ყოფილი მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა.

ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის – ორსულობის დროსაც. ნინუცა მაყაშვილის თქმით, სწორედ ოჯახური ძალადობა გახდა წყვილის განქორწინების მიზეზი.

70
თემები:
ქართველი სელებრითები
სახლი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, სადაც ბაბუამ 24 წლის შვილიშვილი დაჭრა

ხობში 80 წლის ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

0
(განახლებულია 16:09 14.04.2021)
ამ დროისთვის დაჭრილი 24 წლის ახალგაზრდა ხობის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ბაბუამ  შვილიშვილი დაჭრა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

შემთხვევა ჯახუთის დასახლებაში დღეს, დაახლოებით 1,5 საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის მოტივად ოჯახური კონფლიქტი სახელდება – 80 წლის მამაკაცსა და  24 წლის შვილიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მამაკაცმა შვილიშვილი დანით დაჭრა.

პოლიციამ  დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა, გარდა ამისა, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ნიკა ლატარია

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში