„ხალხს შია, აღადგინე ტრანსპორტი“ – თბილისში შეზღუდვების მოხსნას მოითხოვენ

© Sputnik / Alex Shlamovსაპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
დემონსტრანტების თქმით, სამსახურში ბევრი მოალაქე ვერ დადის, რის გამოც ყოველგვარი შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი

თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ქვეყანაში მოქმედი კოვიდ–შეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, იუწყება Sputnik–საქართველოს კორესპონდენტი.

აქციის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პერმანენტული საპროტესტო აქციები დააანონსეს, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა არ აღდგება. აქციის მონაწილეების განცხადებით, სამუშაოზე ბევრი ვერ დადის და ამის გამო სრულიად უსახსროდ არის დარჩენილი.

© Sputnik / Alex Shlamovსაპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ
„ხალხს შია, აღადგინე ტრანსპორტი“ – თბილისში შეზღუდვების მოხსნას მოითხოვენ - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ

„მთავრობისგან ამ შეზღუდვების მოხსნას მოვითხოვთ, რადგან ქვეყნის მოსახლეობა შიმშილით სიკვდილის ზღვარზეა“, – განუცხადა ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თეონა ნაბახტეველმა.

აქციის მონაწილეებს ეცვათ ჰუდები წარწერით „ხალხს შია“ და ეკავათ პლაკატები წარწერით „იძებნება ლარი“.

© Sputnik / Alex Shlamovსაპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ
„ხალხს შია, აღადგინე ტრანსპორტი“ – თბილისში შეზღუდვების მოხსნას მოითხოვენ - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში. კერძოდ, სავალდებულოა პირბადის ტარება, ასევე იკრძალება ქუჩაში გასვლა 21:00 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები, რესტორნები, კაფე–ბარები და ა.შ.

საქართველოში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1 თებერვლიდან დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0