მთავრობა შეზღუდვების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილებას ეკონომიკურ გუნდთან ერთად მიიღებს

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
1 თებერვლიდან კონკრეტულად რომელი შეზღუდვების გაუქმება იგეგმება, ამის შესახებ მთავრობაში არ საუბრობენ.

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორცინაციო საბჭო კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მიიღებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

ეპიდვითარების გაუარესების გამო, ქვეყნის ტერიტორიაზე 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადის  როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში ტარება,  ასევე იკრძალება ქუჩაში გასვლა 21:00 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები, რესტორნები, კაფე–ბარები.

ხელისუფლება შეზღუდვების ნაწილობრივ გაუქმებას და მაღაზიებისა და ბაზრების გახსნას 1 თებერვლიდან გეგმავს.

„ჩვენ აღნიშნულ საკითხს საბჭოს ფორმატში ეკონომიკურ გუნდთან ერთად განვიხილავთ. ამ კვირაში დამატებით გადაწყვეტილებას მივიღებთ და საზოგადოებას ვაცნობებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა, ბიზნესი სტაგნაციას განიცდის, ვითარებას მოქმედი შეზღუდვებიც ართულებს.

ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლები აქტიურად მოითხოვენ შეზღუდვების ნაწილის მოხსნას, რათა მათ საქმიანობის განახლება შეძლონ და ქვეყნის ეკონომიკის ეტაპობრივი აღდგენა დაიწყოს.

ყველა ახალი ამბავი
0